ბიზნესიდეა #2

ფინანსური დაგეგმვა
იცით, ბიუჯეტის რამდენი პროცენტი უნდა გამოყოთ მარკეტინგისათვის? რამდენი უნდა იხარჯებოდეს კადრებზე? მნიშვნელოვანია დროულად განისაზღვროს ფინანსური მხარე, რათა არ მოხდეს ფინანსების უმიზნო ხარჯვა და ყოველმა დახარჯულმა ლარმა, გააძლიეროს თქვენი კომპანია.
ფინანსური გეგმის შემუშავებისათვის საჭიროა პროფესიონალების დახმარება. ასე რომ, თუ ფინანსები თქვენი სფეროა, ცადეთ უცხოეთში საკმაოდ მაღალშემოსავლიანი, საქართველოში კი საკმაოდ უცხო ბიზნესის წამოწყება. ამისთვის მხოლოდ შესაბამისი გამოცდილება და სერტიფიკატი დაგჭირდებათ, რათა თქვენი პოტენციური კლიენტის ნდობა მოიპოვოთ.