top of page

ბიზნესიდეა #3


ღონისძიების დაგეგმვა და ორგანიზება ერთი შეხედვით შესაძლოა მარტივ საქმიანობად აღიქვათ, თუმცა ღონისძიების წარმატებით განხორციელებას ესაჭიროება გუნდი, რომელიც ყოველ დეტალზე ზრუნავს. ღონისძიება ხომ სპექტაკლივითაა, რომელიც მეორედ აღარ განმეორდება, ამიტომ აუცილებელია, რომ ყველაფრის წინასწარ გათვალისწინებით, ღონისძიებამ სასურველი ეფექტი დატოვოს მონაწილეებზე. საჭიროა ისეთი მნიშვნელოვანი ფაქტორის გათვალისწინება, როგორიცაა დრო, ადგილი, სტილი, სტუმრები, სპონსორები, კვება, გართობა და სხვა უამრავი დეტალი, რომელიც მთელი გუნდისაგან ყურადღებას მოითხოვს.

თუ ხართ დეტალებზე ორიენტირებული, პრობლემების გადაჭრის განვითარებული უნარები გაქვთ, გიყვართ, როდესაც სიტუაციას აკონტროლებთ და ქმნით დაუვიწყარ მოგონებებს, მაშინ ეს იდეა შეგიძლიათ საქმედ აქციოთ. გაითვალისწინეთ, რომ less is more (ნაკლები მეტია) და ბიზნესის ჩამოყალიბებისას დააკონკრეტეთ, როგორი ტიპის ღონისძიებების დაგეგმვა და მართვა იქნება თქვენი პროფილი. მაგალითად, იქნება ეს ბავშვების დაბადების დღე, ქორწილი, კორპორატიული შეხვედრები, ფორუმები თუ ა.შ.

bottom of page