ელექტრონული ფოსტის მნიშვნელობა მარკეტინგულ კომუნიკაციაში

იყენებს თქვენი კომპანია საზოგადოებასთან ურთიერთობის საწარმოებლად ელექტრონულ ფოსტას? მართალია, ერთი შეხედვით სოციალურმა ქსელებმა მეტი პოპულარობა მოიპოვა, თუმცა ელ. ფოსტა განსხვავებულ შესაძლებლობებს გთავაზობთ:
ეს მომხმარებლებთან საკომუნიკაციოდ ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა, რადგანაც მსოფლიოს მაშტაბით ელ. ფოსტას 2,6 ბილიონი მომხმარებელი ჰყავს. 2017 წლის ივლისის მონაცემებით, აქედან 1,2 ბილიონს აქვს Gmail-ი. შესაბამისად, მარკეტინგული აქტივობებისა და კომუნიკაციის სწორად დაგეგმვის შემთხვევაში, კომპანიას ექნება საშუალება, გავიდეს ფართო მასებზე.
ელექტრონულ ფოსტაზე წერილის გაგზავნა მინიმალურ ხარჯებთანაა დაკავშირებული, თანაც, თუ მონაცემთა ბაზებს თავად აწარმოებთ, ჩათვალეთ, რომ ამით კომპანიას სოლიდურ თანხას უზოგავთ.
ელექტრონული ფოსტა გაძლევთ საშუალებას, ესაუბროთ მომხმარებელს პირადად, მიმართოთ სახელით, რაც სანდოობას მატებს თქვენს ურთიერთობას. გარდა ამისა, შეგიძლიათ ინდივიდუალურად მოარგოთ თქვენი შეტყობინების ტონი და სტილი ამა თუ იმ პირს. მნიშვნელოვანია დაბადების დღის მილოცვა და სეზონური აქციების შესახებ ინფორმაციის გავრცელება. თავად განსაზღვრეთ, რამდენად უკეთესი შედეგი ექნება თქვენს კამპანიას ასეთი მიდგომით.
ელექტრნული ფოსტით მარკეტინგის შედეგების გაზომვა მარტივია. სხვადასხვა პლატფორმების მეშვეობით თქვენ მიიღებთ სტატისტიკურ ინფორმაციას იმაზე, თუ ვინ რამდენჯერ ხსნის თქვენს წერილს, რომელი თემებით ინტერესდებიან ყველაზე მეტად და ა.შ. ეს ინფორმაცია შესაძლებლობას მოგცემთ გააუმჯობესოთ თქვენი კომუნიკაცია და მიაღწიოთ სასურველ შედეგებს.
პერიოდულად შეგიძლიათ თავი შეახსენოთ თქვენს მომხმარებლებს თქვენი კომპანიის სიახლეებით. შეიძლება ადამიანი ყოველდღიურად არ ეცნობა თქვენს ჩანაწერებს, ბლოგს, სიახლეებს, ასე კი მას თავს არ დაავიწყებთ.
ელექტრონული ფოსტით მარკეტინგი გაძლევთ საშუალებას, რომ თითოეულ სეგმენტს მისთვის საჭირო კონტენტი მიაწოდოთ. შეიძლება მომხმარებელთა ნაწილი პროდუქტის/მომსახურების გაცნობის სტადიაზე იყოს, სხვები კი უკვე შედარების ეტაპზე. მათ განსხვავებული ინფორმაცია სჭირდებათ და ბლოგი ან ჩანაწერი, რომელსაც გამოაქვეყნებთ, არ იქნება ყველაზე ერთნაირად მორგებული. ამიტომ მნიშვნელოვანია სეგმენტების გამოყოფა და მათზე მორგებული კონტენტის შექმნა, რასაც საბოლოოდ ROI-ს ამაღლებისკენ მივყავართ.
გაყიდვების გაზრდა ელ. ფოსტით მარკეტინგის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თვისებაა. როდესაც ფლობთ თქვენს მომხმარებელზე გარკვეულ ინფორმაციას, ეს გონივრულად უნდა გამოიყენოთ. მაგალითად, პროდუქტების სიის გაგზავნის მაგივრად, უფრო ეფექტური იქნება ადრესატისათვის საყვარელ კონკრეტულ პროდუქტზე ფასდაკლების გადაგზავნა.
გაყიდვების გაზრდაში, ბრენდის ცნობადობის ამაღლებაში და ლოიალური მომხმარებლების მოპოვებაში პერიოდულად ‘მეილების დაგზავნა’ დაგეხმარებათ. თუ ჯერ არ მოგიფიქრებიათ, როგორ გამოიყენოთ ელექტრონული ფოსტის ყველა სარგებელი, მოგვმართეთ.