ტრენინგები საზოგადოებასთან ურთიერთობაში

პიარსააგენტო “ხატია კომუნიკაცია” საზოგადოებასთან ურთიერთობითა და მარკეტინგული კომუნიკაციით დაინტერესებულ პირებს 19 თებერვლიდან 28 თებერვლის ჩათვლით ერთდღიან ტრენინგებს შემოგთავაზებთ ისეთ საინტერესო და მნიშვნელოვან თემებზე, როგორებიცაა: კომუნიკაციის გეგმა, 'ივენთ მენეჯმენტი', კვლევა პიარში, ახალი ტექნოლოგიები, რეპუტაციის მართვა, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა, სოციალური მედიის ეფექტურად მართვა, ტრენდები პიარში, შემომავალი მარკეტინგი და საინტერესო ქეისების განხილვა.
ტრენინგებს გაუძღვება სააგენტოს დამფუძნებელი ხატია ოძელაშვილი, რომელმაც არაერთ უცხოურ და ქართულ კომპანიაში მიიღო მუშაობის გამოცდილება.
“საქართველოში ყოფნისას, სურვილი მაქვს ჩემი ცოდნა და გამოცდილებები გავუზიარო დაინტერესებულ პირებს. ტრენინგის განმავლობაში მონაწილეებს პრაქტიკულ რჩევებს და იდეებს გავუზიარებ, თუ როგორ შეიძლება განავითარონ კომპანია და გამოიყენონ პიარში არსებული სხვადასხვა შესაძლებლობები ეფექტური კომუნიკაციისათვის”, - განაცხდა ხატია ოძელაშვილმა, პიარსააგენტო “ხატია კომუნიკაციას” დამფუძნებელმა.
ტრენინგების სერია გამოსადეგი იქნება მენეჯმენტში და ტოპ მენეჯმენტში მომუშავე პირებისათვის, სტარტაპების დამფუძნებლებისათვის, სტუდენტებისათვის და მათთვის, ვისაც საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროსთან შეხება აქვს.
ტრენინგის ღირებულება 50 ლარია. სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ 25 ლარად დაესწრონ ტრენინგს.
დროულად დარეგისტრირდით თქვენთვის საინტერესო ტრენინგზე.