ბიზნესიდეა #4

“ჩემი ცოლის დაქალებში” ნინოს ვლოგერობამ გამახსენა, რამდენი სამუშაოს განხორციელებაა შესაძლებელი დიასახლისებისათვის სახლიდან გაუსვლელად: ტექსტის რედაქტირება, სტატიების გამზადება, დიზაინის შექმნა, რევიუების წერა და ა.შ. ერთ-ერთი ბიზნესიდეა იქნებოდა სამუშაოს მაძიებლებისათვის რეზიუმეების შექმნა. ეს სერვისი ხომ ძალიან ბევრს სჭირდება.
წარმოიდგინეთ თქვენი ბიზნესი, რომელიც სახლიდან შეგიძლიათ მართოთ. თქვენს ვებსაიტზე დაინტერესებული პირი შეავსებს თქვენ მიერ ჩასმულ ფორმას, მოგაწვდით ყველა ინფორმაციას, გადმოგირიცხავთ თანხას და თქვენ, მაქსიმუმ 7 დღის განმავლობაში გაუგზავნით რეზიუმეს ერთ-ორ ვარიანტს. easy-peasy.
თქვენ რა იდეებს შესთავაზებდით ნინოს?