როგორ გამოვიყენოთ გუგლი პროფესიონალურად?
კვლევები მნიშვნელოვანია წარმატებული საქმიანობისათვის, ხოლო მათ გარკვეულ ნაწილს გუგლი გვინხორციელებს. დაგითვლიათ, დღეში რამდენჯერ იყენებთ გუგლის საძიებო სისტემას? ალბათ ყოველი კითხვის გაჩენის შემთხვევაში, პირველი ვისაც მიმართავთ სწორედ გუგლია. შესაბამისად, ყოველდღიურად მსოფლიოს მასშტაბით გუგლში დაახლოებით 3.3 მილიარდი ძებნა ხორციელდება. იმისათვის, რომ თქვენს კითხვებზე ამომწურავი ინფორმაცია და სწორი პასუხები მიიღოთ, საჭიროა მისი სწორად გამოყენებაც იცოდეთ.
გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომელიც გუგლის პროფესიონალურად გამოყენებაში დაგეხმარებათ:
#1 ძებნისას რაც შეიძლება მეტი საკვანძო სიტყვა გამოიყენეთ. რაც უფრო მეტ საკვანძო სიტყვას მოათავსებთ თქვენს შეკითხვაში, მით მეტი შანსია, რომ გუგლიმ შესაბამისი ვებგვერდი მოძებნოს თქვენი პასუხის მისაღებად. მნიშვნელოვანია, რომ ისეთი სიტყვები შეარჩიოთ, რომელიც ყველაზე კარგად აღწერს თქვენს საძიებო ობიექტს. თუ თქვენ რაიმე ავტომობილს ეძებთ, ნუ ჩაწერთ ველში მხოლოდ სიტყვას car. რაც შეიძლება დააკონკრეტეთ იგი და ჩაწერეთ მაგალითად Red 1960 Chevrolet Corvette.
#2 თუ თქვენ რაიმე კონკრეტული გაინტერესებთ, ზუსტი ფრაზა, ჩასვით ბრჭყალებში. მაგ: “imagination will take you everywhere”. გუგლი ასე მხოლოდ ზუსტად ასე გამოთქმულ ფრაზებს მოგიძებნით ინტერნეტზე და არა ყველაფერს, რაც წარმოსახვასთან აღებასთან ან ყველა ადგილთანაა დაკავშირებული. ასე მარტივად შეგიძლიათ ამ ფრაზაზე და მის ავტორზე მეტი შეიტყოთ.
#3 იცით, რომ გუგლი შესანიშნავად აღიქვამს თქვენს კითხვაში არსებულ “და” კავშირს (and)? იგი ფიქრობს, რომ თქვენ ისეთ გვერდს ეძებთ სადაც ორი ან მეტი სიტყვა ერთადაა გამოყენებული და შესაბამისად მხოლოდ ასეთ ვებგვერდებს გთავაზობთ.
ამიტომ, თუ თქვენ გსურთ გააფართოვოთ ძებნის არეალი, თუმცა არ გინდათ მხოლოდ ზევით ნახსენები გვერდები მიიღოთ პასუხად, მაშინ სიტყვებს შორის გამოიყენეთ სიტყვა “ან” (OR).
მაგალითად, თუ გსურთ მოიძიოთ ისეთი გვერდი, სადაც ძაღლებსა და კატებზე ერთადაა საუბარი, დაძებნეთ ასე: dogs cats ან dogs and cats, მაგრამ თუ გსურთ მიიღოთ ინფორმაცია ძაღლებზე და კატებზე, თუმცა არაა აუცილებელი ისინი ერთად იყვნენ განხილულნი მაშინ მოძებნეთ dogs OR cats.
#4 ზოგიერთ ვებსაიტს ძებნის საკმაოდ ღარიბი შესაძლებლობები აქვს. ამიტომ, შეგიძლიათ გუგლის მეშვეობითაც მოძებნოთ თქვენთვის საინტერესო და საჭირო ინფორმაცია სწორედ თქვენ მიერ მითითებულ ვებგვერდზე. საძიებო ველში ჩაწერეთ, მაგალითად, site:khatia.co და შემდეგ საძიებო სიტყვა და თქვენ ზუსტად იმას იპოვით, რასაც ეძებდით.
#5 წიგნის ან ფილმის სათაურში ერთი სიტყვა დაგავიწყდათ და ფიქრობთ, რომ გუგლიში მის მოძებნასაც არ ექნება აზრი? ცდებით. ამ სიტყვის ნაცვლად თქვენ * ეს ნიშანი შეგიძლიათ გამოიყენოთ და გუგლისთვის ძნელი არ იქნება გამორჩენილი სიტყვის აღდგენა. სიტყვასთან ერთად ამ ნიშნის გამოყენება სიტყვის დაბოლოებაშიც შეგიძლიათ. მაგალითად, თუ თქვენ გსურთ მიიღოთ ინფორმაცია როგორც არქიტექტურაზე, ისე არქიტექტურულზე ან არქიტექტორებზე შეგიძლიათ საძიებო ველში ჩაწეროთ ასე: architect* და გუგლი ყველა საჭირო ინფორმაციას მარტივად მოგაწვდით.
#6 სხვადასხვა ვალუტის გაცვლითი კურსი თუ გაინტერესებთ, პირდაპირ საძიებო ველში ჩაწერეთ, მაგალითად: 100 GEL to USD და მიიღებთ პასუხს თქვენს კითხვაზე.
#7 ზოგჯერ გვსურს, რომ ვიპოვოთ ვებსაიტი, თუმცა მისი დასახელებიდან მხოლოდ ერთი სიტყვა ვიცით. გუგლის დახმარებით ასეთ შემთხვევაშიც მარტივად შეგვიძლია მისი პოვნა. ჩაწერეთ საძიებო ველში inurl: იმ შემთხვევაში, თუ სიტყვას ვებგვერდის მისამართში ეძებთ, intext: თუ ტექსტი ვებგვრდის ჩანაწერში გეგულებათ, ან intitle: თუ თქვენთვის ნაცნობი სიტყვა გვერდის სათაურშია მოთავსებული.
#8 გუგლი გაძლევთ საშუალებას გამორიცხოთ ის ინფორმაცია, რაც არ გსურთ რომ მიიღოთ. მაგალითად, თქვენ ბოსტნეულის სალათას ეძებთ, თუმცა არ გიყვართ კარტოფილი და შესაბამისად მისი სალათიც. საძიებო ველში არასასურველი სიტყვის წინ მინუსის დასმით და თქვენ მარტივად გამორიცხავთ კარტფილს ძებნის შედეგებიდან. დაძებნეთ ასე: “salads -potato”.
#9 გარდა ამისა, გუგლი გთავაზობთ ისეთ ინფორმაციებს, როგორიცაა ამინდის პროგნოზი ამა თუ იმ ქალაქში, ადგილობრივი დრო, კალკულატორი, საზომი ერთეულები, განმარტებითი ლექსიკონი და სხვა.
#10 და ბოლოს, აკრიფეთ საძიებო ველში “do a barrel roll” და გამხიარულდით.
ეს ის მნიშვნელოვანი, რჩევები იყო, რომელიც გუგლის ნამდვილ ექსპერტად გაქცევთ და თქვენს ძებნას უფრო შედეგიანსაც გახდის. თქვენ რა ხერხებს მიმართავთ სასურველი ინფორმაციის მოსაძებნად?
