ბიზნესიდეა #5

ქორწილი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ღირშესანიშნაობაა ადამიანების ცხოვრებაში და მას, თითქმის მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებულად აღნიშნავენ. იდგმება შოუ, იქნება ეს მოულოდნელი ცეკვა სიმამრთან, თუ “მარუნ 5”-ის გამოჩენა ქორწილში.
საინტერესოა, რომ ამ დღისათვის არაფერს არ იშურებენ და საუკეთესო შთაბეჭდილებების მოხდენას მოელიან. ეს კი საპასუხისმგებლო და მაღალანაზღაურებად საქმედ შეგიძლიათ აქციოთ. განსაზღვრეთ თქვენი სეგმენტი, ფასი და სერვისების ჩამონათვალი. ქორწილისთვის ხომ უამრავი რამაა შესაძენი და მოსაფიქრებელი. თქვენ შეგიძლიათ თქვენი სერვისებით გაუმარტივოთ წყვილებს დაქორწინება. განსაზღვრეთ ქორწილის ყველა დეტალი, რათა შთამბეჭდავი ღონისძიება - ქორწილი - განახორციელოთ.
პ.ს. ჯენიფერ ლოპესივით, კლიენტის მეუღლეზე გათხოვება არ იყოს, მიუდექით საქმეს პროფესიონალურად. თქვენს ბიზნესს წარმატებისათვის კარგი რეპუტაცია და სანდოობა ესაჭიროება.