top of page

ონტარიოს კანაფის მაღაზიის ლოგო

რაც საქართველოში ჩამოვედი, კანადაში ბევრი რამ შეიცვალა. ავირჩიეთ ახალი პრემიერ მინისტრი, ხელფასის დასაშვებმა მინიმალურმა თანხამ ჩემს პროვინციაში საათში 15 კანადურ დოლარს მიაღწია და ონტარიოში მთავრობა ხსნის კანაფის მაღაზიებს, რომლებსაც ისევე როგორც ალკოჰოლური სასმელების მაღაზიათა ქსელ LCBO- ს, თავადვე გააკონტროლებს.

კანაფის მაღაზიათა ქსელის ბრენდინგზე 650,000 კანადური დოლარი დაიხარჯა, თუმცა ლოგო პროფესიონალებს და საზოგადოებს საკმაოდ არაფრისმთქმელი ეჩვენათ. ნაწილი მიიჩნევს, რომ რადგანაც ბრენდი უფრო მეტია ვიდრე მხოლოდ ლოგო, ამიტომ უნდა დავიცადოთ და ვნახოთ, როგორ ბრენდად ჩამოყალიბდება შემოთავაზებული ახალი კომპანია.

ჩვენ დიდხანს ვათვალიერეთ ლოგო, თუმცა ვერანაირ იდეას ან კავშირს კანაფთან ვერ მივაგენით. თქვენი აზრი?

bottom of page