ბიზნესიდეა #7

აქსასუარები ბუნებრივია ყოველთვის იყო მოდაში, მაგრამ დღეს ისინი განსაკუთრებული აქტუალურობით სარგებლობენ. ფერადი წინდები თუ სათვალეები, ყველა ჩვენგანის გარდერობის განუყოფელი ნაწილი გახდა. არჩევანის სიმრავლე და ხელმისაწვდომობა მათ კიდევ უფრო პოპულარულს ხდის.
თუ თქვენ ხართ ადამიანი, რომელსაც უყვარს მხატვრობა, გარკად იცნობს ქართველ ფერმწერებს და აქვს სურვილი წამოიწყოს სტარტაფი, თქვენთვის იდეა გვაქვს - გადაიტანეთ ფერწერული ტილოები შარფებსა და კაშნებზე, აქციეთ ისინი ხელოვნების ნიმუშებად.
უამრავი, ცნობილი მხატვრის ნამუშევარის ვერსია უკვე არსებობს და წარმატებითაც იყიდება, რატომ არ შევურთდეთ ქართველი მხატვრების შემოქმედებით? ჩვენთან, ხომ ამდენი გენიალური ხელოვნებების ნიმუში შექმნილა.
გადახედეთ თქვენი ფავორიტი ქართველი მხატვრების შემოქმედებას, მოიძიეთ ახალი ტილოები, მოიპოვეთ უფლება (თუ საჭიროა) და შეუდექით საქმეს. გარწმუნებთ, ბევრი ჩვენთაგანი ისურვებდა ლადო გუდიაშვილის ან რუსუდან ფეტიაშვილის გენიალური შემოქმედების ყელზე შემოხვევას.
წარმატებულ საქმიანობას გისურვებთ!