ამბის თხრობა საზოგადოებასთან ურთიერთობაში

გინდათ მიიპყროთ ხალხის ყურადღება და გავლენა მოახდინოთ მათზე?! უამბეთ მათ კარგი ამბავი. უძველესი დროიდან, ადამიანებს სწორედ ამბები შთააგონებენ და მოუწოდებენ ქმედებისაკენ.
ცნობილია, რომ ადამიანებს ფაქტების ზუსტი გახსენება უჭირთ, თუმცა სამუდამოდ ახსოვთ შეგრძნებები, რომლებიც ამბებმა გამოიწვიეს. როგორც ამბობენ: მითხარი ფაქტი და ვისწავლი, მითხარი სიმართლე და დავიჯერებ. მაგრამ მითხარი ისტორია და ის იცხოვრებს ჩემს გულში სამუდამოდ.
კარგი ბრენდის თხრობის სტრუქტურას, აქვს იგივე ელემენტები, რაც კლასიკური ამბის თხრობას: კონფლიქტი, მარცხი, პიკი, გამოსავალი, პრობლემის გადაჭრა.
როგორ გავხდე ბრენდის ამბის შესანიშნავი მთხრობელი?
თხრობისას მნიშვნელოვანია ემოცია. თქვენმა ამბავმა ემოცია უნდა გამოიწვიოს და შთააგონოს მსმენელი. თუ რა ემოციის გამოწვევა გვსურს და რა ქმედების, ამის განსაზღვრაში ბრენდი, ღირებულებები, მისია და კომპანიის კულტურა დაგვეხმარება.
იმისათვის, რომ ამბავი თქვენი აუდიტორიისთვის ამაღელვებელი იყოს, კარგად უნდა იცნობდეთ მათ ინტერესებს, დემოგრაფიულ და ფსიქოგრაფიულ მონაცემებს. ლიტერატურული ნაწარმოებებიც ყველა ასაკის და ინტერესების მქონე ადამიანებისათვის, სხვადასხვაგვარად იწერება.
სწორი ხმის შერჩევა და კარგი ნარატივის აგება აუდიტორიისთვის ნამდვილი მარკეტინგული მაგიაა. ადამიანები მიდრეკილები არიან ისტორიებისკენ, რადგან ისინი აღძრავენ ემოციებს. ემოციები კი, კომპანიებს ეხმარებათ გაყიდვების გაზრდაში.
შესთავაზეთ თქვენს აუდიტორიას ამბის ვიზუალიზაცია, დაპირება, გარანტია, და მოუწოდეთ ქმედებისაკენ.
არიან თქვენს ამბავში ადამიანები? რაც არ უნდა საინტერესო იყოს რომელიმე პროდუქტის ბედი, ადამიანების ამბები გაცილებით საინტერესოა ჩვენთვის, ამიტომ, უპოვეთ თქვენს ამბავს ის პერსპექტივა, საიდანაც ადამიანებზეა საუბარი და ისინი არიან თქვენი ამბის მთავარი გმირები.
ბრენდის ამბის თხრობა საშუალებას გაძლევთ დაამყაროთ ურთიერთობა თქვენს მომხმარებლებთან და გამოიწვიოთ მათში სასურველი ემოციები.