top of page

ბიზნესიდეა #8


ტექნოლოგიების ეპოქაში, რომელშიც ვცხოვრობთ, გადამწყვეტია მათი სწორად გამოყენების ცოდნა. პირადი საკითხების თუ ბიზნესის მართვა, გაჯეტების და ონლაინ პლატფორმების გარეშე სულ უფრო და უფრო წარმოუდგენელი ხდება.

როგორც საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტებს, ჩვენ ყოველდღიურად გვიწევს განსაკუთრებული შედეგების მისაღწევად ახალი ტექნოლოგიების გამოყენება მარკეტინგულ კომუნიკაციასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში. თუმცა, ყველა ახალ ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს არ იცნობს.

თუ ხართ პრეზენტაბელური და კარგად ერკვევით ტექნოლოგიებში, წამოიწყეთ ტრენინგები ამ მიმართულებით. ბევრი დაინტერესდება თქვენი შემოთავაზებით, მათ შორის საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტები და მარკეტოლოგები.

გთავაზობთ, კარგად გადახედოთ ახალ ტექნოლოგიებს, მათ შორის Google-ის პლატფორმებს, მოამზადოთ თქვენი სასწავლო პროგრამა და პოტენციურ მომხმარებლებს გაუზიაროთ თქვენი ცოდნა. ახალი ტექნოლოგიებით ბევრი რამის მიღწევაა შესაძლებელი, ისინი მუდმივად განახლებადია და ამ ყველაფრის გათვალისწინებით, თქვენი ტრენინგებიც მუდმივად მოთხოვნადი იქნება.

“ხატია კომუნიკაცია” წარმატებას გისურვებთ!

bottom of page