რა არის ბრენდბუქი და რას უნდა მოიცავდეს ის?

ბრენდბუქი არის ოფიციალური კორპორატიული დოკუმენტი, რომელიც განმარტავს ბრენდის იდენტობას და წარმოადგენს ბრენდის სტანდარტებს. არსებობს ბრენდბუქი, რომელიც მხოლოდ დიზაინზეა ორიენტირებული, მაგრამ შევხვდებით ისეთ ბრენდბუქებსაც, რომლებიც განმარტავენ მკითხველისთვის ბრენდს. სწორედ ასეთი უნდა იყოს ბრენდბუქი.
ბრენდბუქის მთავარი დანიშნულებაა საზოგადოებას გააცნოს ბრენდი - მისი კულტურა, მიზნები, იმიჯი და პრიორიტეტები. კომპანიას ასეთი დოკუმენტი თანამშრომლებთან, პარტნიორებთან და მომხმარებლებთან თანამშრომლობის პროცესს უადვილებს.
ბრენდის სახემძღვანელოს შექმნის მთავარი მიზეზი იდენტობის ხაზგასმა და თანმიმდევრულობაა. როდესაც თქვენ არ გაქვთ წესები, ყველა დიზაინერი, მარკეტოლოგი თუ საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი თავისი წარმოსახვით ხელმძღვანელობს. ასე თქვენი ბრენდი სხვადასხვანაირად მიეწოდება საზოგადოებას და გაურკვეველი ხდება თქვენი კომპანიის იდენტობა.
ბრენდბუქი ყველა კომპანიისათვის ინდივიდუალური და ორიგინალურია, თუმცაღა არსებობს ძირითადი ელემენტები, რომლებსაც უნდა შეიცავდეს ის, მაგალითად:
კომპანიის სახელი
ხედვა და მისია
კომპანიის სლოგანი
კომპანიის ღირებულებები
ლოგოს დასაშვები ვარიანტები
ძირითადი და დამხმარე ფერები
ტიპოგრაფია
შესაძლოა ასევე მოიცავდეს:
ფოტოგრაფია
ბოლო პერიოდში, მარკეტინგში, დიდი ყურადღება ექცევა არომას და შესაბამისად სურნელსაც კი ითვალისწინებენ ზოგიერთ მათგანში
საპრომოციო მასალები, როგორებიცაა სავიზიტო, კალამი, ბანერი, ჩანთა, მაისური და ა.შ.
თქვენც გაითვალისწინეთ ბრენდბუქის მნიშვნელობა, დროულად იზრუნეთ თქვენი ბრენდის იდენტობაზე და მის სწორ კომუნიკაციაზე საზოგადოებასთან. ბრენდბუქის შექმნა პირველი გადადგმული ნაბიჯია ლოიალური მომხმარებლისკენ. “ხატია კომუნიკაცია” მზადაა თქვენთან თანამშრომლობისთვის. იხილეთ ჩვენ მიერ შექმნილი ბრენდბუქები და შეგვეხმიანეთ.