top of page

რა არის KPI და რა კავშირშია ის პიართან?


შედეგებზე ორიენტირებულობა მარტო ახალი ტრენდი არაა, კომპანიის ტოპ მენეჯმენტი რეალურად არის შედეგებით დაინტერესებული და არა მხოლოდ საქმიანობით. ეს ყველა სფეროს ეხება, მათ შორის საზოგადოებასთან ურთიერთობას.

ამიტომაც, ჩვენს პარტნიორებს არა რაიმე აქტივობებს, არამედ პირველ რიგში KPI-ს, ანუ key performance indicators-ს ვთავაზობთ. ესაა საქმიანობის შეფასების სისტემა, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს შედეგების განსაზღვრასა და სამუშაოს შეფასებაში.

KPI-ს შემთხვევაში, მარტივად და უბრალოდ, განვსაზღვრავთ, როგორ გამოიყურება წარმატება და როგორ შევაფასებთ მას. საბოლოოდ კი შესაძლებელია განისაზღვროს ROI (return on investment). თუმცა, ალბათ გაინტერესებთ მაგალითი, როგორ შეიძლება KPI გამოიყურებოდეს და რა არის შეფასებისათვის საუკეთესო მეთოდები. ეს შეიძლება იყოს ვებსაიტის ანალიტიკა, პოტენციური კლიენტბის მოძიება, სოციალურ ქსელებში ჩართულობა და სხვა. თუმცა, შედეგების განსაზღვრა აუცილებელია. ყველაზე მნიშვნელოვანი ბიზნესისათვის პოტენციური კლიენტების მოზიდვა და გაყიდვების ზრდაა. გონივრული კამპანიები ამას ითვალისწინებენ.

საზოგადოებასთან ურთიერთობის შედეგების შეფასებისა და გაზომვის უნარი გუნდს აძლევს საშუალებას შეასრულოს სამი კრიტიკული ამოცანა:

  • დააწესონ სტანდარტი;

  • გააუმჯობესონ შედეგები;

  • წარმატებულად განახორციელონ კამპანია.

KPI საუბრობს ისეთ პიარ შედეგებზე, რომლებიც გაზომვად ღირებულებას გამოიმუშავებენ.

  • სოციალური ჩართულობა: თანამედროვე პიარში, უმნიშვნელოვანესი მიზანია სოციალური ჩართულობის გაზრდა, რაც გულისხმობს არა აუდიტორიის რაოდენობას, არამედ მათ ქსელში აქტიურობას (გაზიარება, უკუკავშირი და ა.შ.);

  • ვებგვერდის მონაცემები: პიარს შეუძლია პირდაპირი გავლენა მოახდინოს ვებგვერდის ნახვებზე. რიცხვის ზრდა შეიძლება გამოიწვიოს კონკრეტულმა პრესრელიზმა, სტუმრის ჩანაწერმა და მედიამ. კარგი ტენდეციები წამყვან ინდიკატორებში ხშირად ზრდადი ვებსაიტების მონაცემებში აისახება;

  • შემოსავალი: როგორც კი გაიაზრებთ, რომ პიარ შედეგები დაკავშირებულია შემოსავლებთან, შეძლებთ დაითვალოთ ინვესტიციების უკუგების კოეფიციენტი პიარისთვის;

  • ხარისხი: შეჯამება იმისა თუ რამდენად კარგად და ხარისხიანად (მოცულობით) იქნა ზემოდ ნახსენები ჩამონათვალის შესრულება.

ხატია კომუნიკაციაში” ყოველთვიურად ხდება სამუშაოს ხარისხის და შედეგების შეფასება. თქვენ რითი ხელმძღვანელობთ თქვენი საქმიანობის შეფასების პროცესში?

bottom of page