“ხატია კომუნიკაცია” უერთდება წიგნის საერთაშორისო დღეს კამპანიით #წიგნიგვაძლიერებს

წიგნის საერთაშორისო დღეს, 23 აპრილს, კანადური გამოცდილების მქონე პიარსააგენტო “ხატია კომუნიკაცია” წიგნების და კითხვის პოპულარიზაციის მიზნით იწყებს კამპანიას #წიგნიგვაძლიერებს.
“კამპანიის ფარგლებში გაიმართება კონკურსი სპეციალურად შექმნილ ჯგუფში “წიგნი გვაძლიერებს” და ყველას, ვისაც სჯერა, რომ ჩვენ წიგნები გვაძლიერებს, ვთხოვ შემოგვიერთდეს, რათა ერთად მოვახდინოთ წიგნების და კითხვის პოპულარიზაცია”, - აცხადებს ხატია ოძელაშვილი, პიარსააგენტო “ხატია კომუნიკაციას” დამფუძნებელი.
კამპანიაში მონაწილეობისათვის აუცილებელია, რომ 23 მაისამდე შეუერთდეთ ჯგუფს "წიგნი გვაძლიერებს", გამოაქვეყნოთ თქვენს რჩეულ წიგნზე თქვენ მიერ შექმნილი კრეატიული ვიდეო, ესსე ან სურათი ჩანაწერით, დათაგოთ ჰაშთაგით #წიგნიგვაძლიერებს, და განათავსოთ თქვენი “ფეისბუქის” ქავერზე კამპანიის ბანერი.
#წიგნიგვაძლიერებს დასრულდება დაჯილდოების ღონისძიებით, რომელზეც მოწვეულები იქნებიან საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები, ავტორები და აქტიურად იქნებიან ჩართული შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები. კონკურსის გამარჯვებულს გადაეცემა წიგნების 200 ლარის ღირებულების ვაუჩერი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სასერტიფიკატო კურსი და მონაწილეებს ელით სხვა სიურპრიზებიც.
“პიარსააგენტოში ჩვენ ყოველდღიურად გვიწევს საზოგადოების აზრის ფორმირებაზე მუშაობა. “ხატია კომუნიკაცია” არაა ჩემთვის მხოლოდ ბიზნესი, არამედ არის მცდელობა, საკუთარი ძალებით, პროფესიონალიზმით მოვახდინოთ ის ცვლილება ჩვენ გარშემო, რომელიც გვინდა რომ შევქმნათ. წიგნების და კითხვის პოპულარიზაცია ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია ჩემთვის. #წიგნიგვაძლიერებს კამპანია სწორედ ამას ემსახურება”, - ხატია ოძელაშვილი.
დეტალური ინფორმაცია კამპანიაზე შეგიძლიათ იხილოთ კამპანიის ვებგვერდზე. ყველამ მხარი დავუჭიროთ წიგნის პოპულარიზაციას!