ქართული მართლწერის აპლიკაცია

ქართული ენა მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი და ურთულესი ენაა. ჩვენი გრამატიკა უზომოდ კომპლექსურია - ერთადერთი ენაა სადაც ზმნას შეიძლება ჰქონდეს 4 პირი და ჯამში 66 ფორმა (3 სერია, 11 მწკრივი, თითოეულში 6 ფორმა). ინტერნეტ-პორტალმა “The Culture Trip” მსოფლიოში ყველაზე რთული ენების სია გამოაქვეყნა, სადაც ჩვენი ენა მეხუთე პოზიციას იკავებს. ქართულის ძირფესვიანად შესწავლა უცხოელისათვის კი არა, ქართველისთვისაც სირთულეს წარმოადგენს.
საუკუნეების განმავლობაში ქართულმა ენამ ცვილებები განიცადა. დღესდღეობით ის უფრო გამარტივებულია, თუმცა, ვაწყდებით სირთულეებსაც, რომელთა გადაჭრაც ახალ ტექნოლოგიებს შეუძლიათ. წარმოიდგინეთ აპლიკაცია, რომელიც გრამატიკულად შეასწორებს თქვენს ნამუშევარში გრამატიკის და მართლწერის საკითხებს. პროგრამისთვის მარტივი იქნება აღმოაჩინოს ის შეცდომები, რომლებსაც უნებლიეთ ვუშვებთ.
ასეთი სახის ინგლისურენოვანი პროგრამები უკვე არსებობს და დიდი პოპულარობითაც სარგებლობს. მათი ინტეგრირება შესაძლებელია სხვადასხვა ტექსტედიტორებში, ბრაუზერებში და ყველგან, სადაც ტექსტთან გვაქვს შეხება. ერთ-ერთი მათგანია Grammarly, რომელმაც წარმატებით დაიმკვიდრა თავი ბაზარზე.
ვინ გამოიყენებდა საქართველოში ასეთ აპლიკაციას? საგანმანათლებლო დაწესებულებები, კომპანიები ბიზნესკომუნიკაციის გაუმჯობესების მიზნით, უცხოელები და ყველა, ვისაც წერასთან შეხება აქვს.