top of page

როგორ მოქმედებს არომა გაყიდვებზე?


მარკეტერებს და საზოგადოებასთან ურთიერთობის სპციალისტებს მომხმარებლების ემოციებში და მეხსიერებაში შეღწევა ყოველთვის სურთ. ამას სხვადასხვა საშუალებებით ვახერხებთ და მათ შორისაა - არომა.

ჩვენი ყოველი ჩასუნთქვა ახალ შთაბეჭდილებებსა და შეგრძნებებს აღბეჭდავს ტვინზე, რადგან ორგანიზმი ჟანგბადის ნაკადთან ერთად დიდი რაოდენობით სურნელსაც ითვისებს.

სურნელისა და ტვინის კავშირის სიძლიერეს განაპირობებს ყნოსვის ბოლქვი, რომელიც ტვინის 2 უბანს უკავშირდება, გადასცემს სიგნალებს და ზემოქმედებს ემოციებსა და მეხსიერებაზე. არომა იმდენად ძლიერად მოქმედებს ადამიანის ცნობიერებაზე, რომ მას შეუძლია მომხმარებელს ქმედებებისკენაც უბიძგოს. ახლა, წარმოიდგინეთ, რომ კონკრეტული სურნელი თქვენს ბრენდთანაა ასოცირებული. მაშინ, როცა იგრძნობს მომხმარებელი ამ სურნელს, ის კომპანია გაახსენდება, ვისთანაც მისთვის უხილავი და სათუთი ძაფებით, სურნელით არის დაკავშირებული.

გარდა ამისა, სხვადასხვა კვლევების მიხედვით, არომა მაღაზიაში ზრდის გაყიდვებს და პროდუქტის ღირებულების აღქმას. ბევრი მომხმარებელია მზად შეიძინოს პროდუქტი და გადაიხადოს მასში მეტი, თუ სივრცე არომატიზებულია. გვაქვს საინტერესო სტატისტიკა, რომლის მიხედვით მას შემდეგ, რაც Nike-ის მაღაზიაში სურნელი გამოიყენეს, გაყიდვებმა 80%-ით მოიმატა. ერთ-ერთ ავტოგასამართსადგურზე კი 300%-ით გაზარდა გაყიდვები ყავის სურნელმა.

ამ შედეგების გათვალისწინებით, გასაკვირი არაა, რომ არომა ბევრი კომპანიის მარკეტინგული სტრატეგიის ნაწილად იქცა. გარკვეულ ადგილებში მხოლოდ ყავის სუნი ტრიალებს, ახლად დაჭრილი სალათის, ვანილის, შოკოლადის და ა.შ. სურნელის განსაზღვრა არის უკვე ბრენდინგის ნაწილი.

თქვენი კომპანია იყენებს რაიმე სურნელს პრომოციის მიზნით ან იცნობთ ასეთ კომპანიებს, რომლებიც არომის ძალას ითვალისწინებენ?

bottom of page