KPI-ს ნიმუშები

ჩვენ უკვე ვისაუბრეთ იმაზე, თუ რაა KPI და რამდენად აუცილებელია ის მიზანმიმართულობისა და ეფექტურობისათვის. ამიტომაც, ყოველი პროექტისა თუ კამპანიის წინ შესარჩევი გექნებათ KPI, რაშიც ნიმუშები დაგეხმარებათ.

 

პირველ რიგში, ჰკითხეთ თქვენს თავს - რას გინდათ მიაღწიოთ? შემდეგ დაფიქრდით, როგორ შეგიძლიათ გაზომოთ განვითარების პროცესი და განახორციელოთ შედეგების ევალუაცია. KPI-ის ნიმუშებზე საუბრისას გასათვალისწინებელია მისი კატეგორიები, როგორებიცაა:

  • გაყიდვები: ყოველთვიური გაყიდვების ზრდა, არსებული კლიენტების ჯამი, გაყიდვების პროცენტული რაოდენობა, შედარებითი ბაზრის წილი, გაყიდვების უპირატესობა, შეკვეთების საშუალო ღირებულება და მრავალი სხვა. 

  • ფინანსები: წმინდა მოგების ზღვარი, ოპერაციული ფულადი ნაკადი (OCF), სამუშაო კაპიტალი, ბიუჯეტირება, გაყიდვების ხარჯები და ა.შ.

  • პროექტის მენეჯმენტი: დაგეგმილის ღირებულება, რეალური ღირებულება, გამომუშავების ღირებულება, დაგეგმილი სამუშაო საათები vs. რეალურად შესრულებული საქმეები, გამოტოვებული ეტაპები და სხვა.

  • მარკეტინგი: პოტენციური კლიენტების ზრდა, ვებგვერდის მნახველების ზრდა, ძებნაში რეიტინგის გაუმჯობესება, სოციალური მედიის ROI, კომპანიის რეპუტაცია, PR კამპანიებიდან მიღებული მედიის შთაბეჭდილებებi და ასე შემდეგ. 

 

ასზე მეტი მაგალითის ნახვაა შესაძლებელი, თუმცა, უმჯობესია თუ თქვენს მიზნებსა და საჭიროებებზე მორგებულ KPI-ს მოიფიქრებთ. 

თქვენ რითი ხელმძღვანელობთ თქვენი საქმიანობის შეფასების პროცესში?
 

Please reload

Please reload

კანადა ✉ საქართველო

hello@khatia.ca 

+1 343-883-5088 (WhatsApp)