ქვეყნების წიგნიერების და ბედნიერების ინდექსი

არსებობს ვარაუდი, რომ წიგნიერი ხალხები უფრო წარმატებულები და ბედნიერები არიან. ჩვენ გადავწყვიტეთ ეს  ჩვენ ხელთ არსებული ძალებით გადაგვემოწმებინა და თქვენთვის შესაბამისი კვლევები მოვიძიეთ.

 

2016 წელს ჩატარებულმა კვლევამ,  რომლის მიზანიც მსოფლიოს მასშტაბით წიგნიერების დონის განსაზღვრა იყო, გამოავლინა, რომ წიგნიერების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებშია. პირველი ადგილი ფინეთს ერგო. მათ განათლების სისტემას მსოფლიოში პირველი ადგილი უჭირავს. ფინური განათლების დევიზი მდგომარეობს შემდეგში: “ან ცხოვრებისთვის ვემზადებით, ან – გამოცდებისთვის. ჩვენ  ვირჩევთ პირველს!“. აღმოჩნდა, ისინი წიგნიერებაშიც პირველები არიან.

 

ქვეყნების ჩამონათვალი წიგნიერების მიხედვით:

  1. ფინეთი

  2. ნორვეგია

  3. ისლანდია

  4. დანია

  5. შვედეთი

  6. შვეიცარია

  7. ამერიკის შეერთებული შტატები

  8. გემანია

  9. ლატვია

  10. ნიდერლანდები

  11. კანადა

  12. საფრანგეთი

  13. ლუქსემბურგი

  14. ესტონეთი

  15. ახალი ზელანდია

  16. ავსტრალია

  17. ბრიტანეთი

  18. ბელგია

  19. ისრაელი 

  20. პოლონეთი

 

ამ კვლევაზე დაყრდნობით, საქართელოს წიგნიერების დონით 51-ე ადგილი უჭირავს.

 

თქვენი ინფორმაციისათვის, თუ ადრე წიგნიერება მხოლოდ წერა-კითხვის ცოდნით განისაზღვრებოდა. ახლა, უფრო კომპლექსურად, რამდენიმე კრიტერიუმით იზომება, როგორებიცაა მაგალითად: ბიბლიოთეკებისა და ინტერნეტის ხელმისაწვდომობა, წერა-კითხვის გავრცელება ქვეყანაში, განათლება, წიგნების კითხვა და სხვა.

 

რაც შეეხება ქვეყნის ბედნიერების ინდექსს, ისიც სხვადასხვა მონაცემების მიხედვით იზომება, როგორებიცაა: სოციალური სერვისები, მთლიანი შიდა პროდუქტი (GDP), უფლებები, ჯანდაცვა და სხვა. ბედნიერების ინდექსის მიხედვით, ქვეყნების რიგითობა ასეთია:

 

  1. ფინეთი

  2. ნორვეგია

  3. დანია

  4. ისლანდია

  5. შვეიცარია

  6. ნიდერლანდები

  7. კანადა

  8. ახალი ზელანდია

  9. შვედეთი

  10. ავსტრალია

  11. ისრაელი

  12. ავსტრია

  13. კოსტა რიკა

  14. ირლანდია

  15. გერმანია

  16. ბელგია

  17. ლუქსემბურგი

  18. ამერიკის შეერთებული შტატები

  19. ბრიტანეთი

  20. არაბთა გაერთიანებული საემიროები

 

რაც შეეხება საქართველოს, თუ წიგნიერების დონით 51-ე ადგილს ვიკავებთ, ბედნიერების დონით 128 ადგილზე ვართ.

 

როგორც ხედავთ, წიგნიერი ქვეყნები ბედნიერი ქვეყნების რიცხვშიც მოწინავე ადგილებზე არიან და ამით ჰიპოთეზა, რომ წიგნიერება ჩვენს წინსვლას უწყობს ხელს, შეგვლიძლია დადასტურებულად ჩავთვალოთ. შემოუერთდით ჩვენს ჯგუფს “წიგნი გვაძლიერებს”.
 

Please reload

Please reload

კანადა ✉ საქართველო

hello@khatia.ca 

+1 343-883-5088 (WhatsApp)