საცობში წასაკითხი წიგნები

სხვადასხვა მიზნით, ჩვენ ყოველდღიურად გადავადგილდებით ქალაქის სხვადასხვა ნაწილში, ზოგი სკოლაში და უნივერსიტეტში, ზოგიც კი სამსახურში დავდივართ. არ აქვს მნიშვნელობა გვყავს თუ არა ავტომობილი, დაუსრულებელი და დამღლელი საცობები ყველას შეგინიშნავთ. თუ ჩვენ მოვინდომებთ, აქაც შევძლებთ დროის ნაყოფიერად გატარებას. როგორც ამბობენ პატარა შესაძლებლობები ხშირად დიდი წარმატების საწინდარია. ამიტომ, გთავახობთ წიგნების ჩამონათვალს, რომელთა წაკითხვას გზაშიც მარტივად შეძლებთ:
“აკოცე ბაყაყს”
აქციეთ ნეგატიური ბაყაყები პოზიტიურ პრინცებად! უარყოფითმა ფიქრებმა, ემოციამ და შეგრძნებამ შესაძლოა ხელი შეგვიშალოს იმის მიღწევაში, რაც მიზნად დაგვისახავს. ბესტსელერების ავტორის, შესანიშნავი ორატორის, ბრაიან თრეისისა და მისი ქალიშვილის, თერაპევტ ქრისტინა თრეისი-შტეინის წინამდებარე წიგნი გთავაზობთ პრაქტიკულ, აპრობირებულ სტრატეგიას. ავტორები ნაბიჯ-ნაბიჯ წარმოგიდგენენ გეგმას, რომელიც დაგეხმარებათ მენტალურ დაბრკოლებებად გადაქცეული წინააღმდეგობების დაძლევაში და გასწავლით, როგორ შეგიძლიათ მათი გამოყენება საკუთარი პოტენციალის სრულად გამოსავლენად.
“წარმატების ენა”
დ. კარნეგის ნაშრომების კვინტესენციაა, რომელიც დაგეხმარებათ საკუთარ ცხოვრების და გარშემომყოფ ადამიანების ახლებურად დანახვაში. თქვენ ისწავლით საკუთარი თავის სიყვარულს, სიცოცხლითა და სამსახურით გახარებას, დაღლილობისა და მოუსვენრობის თავიდან აცილებას, კოლეგებთან ურთიერთობების აწყობას. თქვენ ვერც კი შეამჩნევთ, როგორ გახდებით სრულიად სხვა ადამიანი, რომლის წინაშეც ყველა შესაძლებლობა იქნება გახსნილი.
“წარმატების 365 გასაღები”
ამ წიგნს თქვენი პიროვნებისა და, აქედან გამომდინარე, თქვენი ცხოვრების შეცვლა შეუძლია. წიგნში გამოყენებული ყველა ნამდვილი ამბავი, იგავი, მითი, ანდაზა თუ ციტატა თვითგანვითარების შესახებ მოგვითხრობს, ამიტომ ამ წიგნს შეგვიძლია თვითგანვითარების სახელმძღვანელოც ვუწოდოთ.
“შეჭამე ბაყაყი”
როდესაც რაიმე უსიამოვნო, აუცილებელი და გადაუდებელი საქმეა გასაკეთებელი, ჩვენ ვცდილობთ, თავი ავარიდოთ ამ საქმეს და ამ დროს უბრალოდ დროს ვკარგავთ; ემოციური დისკომფორტი და დაუსრულებელი საქმე კი გადაუჭრელ ამოცანად რჩება და სულ უფრო იზრდება. სწორედ ამ პრობლემასთან ბრძოლის იარაღად იქცა ცნობილი ამერიკელი ბიზნესკონსულტანტისა და მენეჯმენტის მასწავლებლის, ბრაიან თრეისის ბესტსელერი "შეჭამე ბაყაყი", რომელშიც ეფექტიანი მართვისათვის საჭირო პრაქტიკულ რჩევებს ამოიკითხავთ.
“ლიდერობის ხელოვნება”
2011 წელს დეივ ლოგანმა და ჯონ კინგმა შექმნეს. ის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო, პრაქტიკული და სასარგებლო სახელმძღვანელოა როგორც იმ ადამიანებისთვის, ვისაც უნდათ, რომ გახდნენ საუკეთესო ლიდერები, ასევე მათთვის, ვინც უკვე ფიქრობენ, რომ ლიდერები არიან.
“როგორ მოვიპოვოთ მეგობრები და მოვახდინოთ გავლენა ადამიანებზე”
მრავალი ათეული წლის განმავლობაში ყველა დროის ეს შესანიშნავი ბესტსელერი ათასობით ადამიანს დაეხმარა წარმატების მიღწევაში. 1936 წელს, გამოსვლისთანავე, წელიწადზე ნაკლებ დროში გაიყიდა ამ წიგნის მილიონზე მეტი ეგზემპლარი.
“მიზნები”
ეს წიგნი ამბიციური ადამიანებისთვისაა, მათთვის, ვისაც სწრაფად სურს წინსვლა და წარმატება, მაგრამ ამისთვის მხოლოდ სურვილი საკმარისი არ არის. საჭიროა მიზანდასახულობა და გონივრული მეთოდების გამოყენება. ეს ყველაფერი კი ბრაიან ტრეისის წიგნშია თავმოყრილი. ავტორი მარტივად და ნაბიჯ-ნაბიჯ, არგუმენტირებულად და ორიგინალურად ხსნის, თუ როგორ მიაღწიოთ საწადელს. წიგნი მიზნების მიღწევაში დაგეხმარებათ და აგარიდებთ ხანგრძლივ და მძიმე შრომას.
იმედია ჩვენ მიერ რეკომენდირებული წიგნები დაგეხმარებათ ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლაში და არამხოლოდ საცობს გაივლით სასიამოვნოდ, არამედ მიიღებთ პრაქტიკულ და საჭირო ცოდნას, რომელიც აუცილებლად დაგეხმარებათ წარმატების მიღწევაში.
მოგვიყევით თქვენ რას კითხულობთ საცობში, ან რომელი წიგნების წაკითხვას გვირჩევდით? შემოუერთდით ჩვენს ჯგუფს - წიგნი გვაძლიერებს - და გაეცანით მეტ ინფორმაციას.