top of page

რა უნდა გაითვალისწინოთ, როცა პლათფორმას სხვადასხვა კომპანიების პროდუქტებზე ქმნით


ალბათ ყველამ იცით "ექსპედიას" შესახებ, რომელიც სხვადასხვა ტურისტულ კომპანიას აერთიანებს თავის ვებგვერდზე და მომხმარებლებს მათ სერვისებს სთავაზობს.

წლების განმავლობაში მიყენებული ზარალისათვის მათ კომპანია უჩივის, რომელიც "ექსპედიას" თანამშრომლობაზე არც კი დათანხმებია. ეს როგორ?

კანადაში ერთ-ერთ სასტუმროს "ექსპედიამ" ოდესღაც თანამშრომლობა შესთავაზა და თანამშრომლობის პირობებიც გააცნო. სასტუმრომ უარი შეუთვალა და თავიანთ მარკეტინგს სხვა საშუალებებით ახორციელებდნენ. თუმცა, ახლახანს აღმოაჩინეს, რომ მათი სასტუმრო "ექსპედიას" ჩამონათვალში მაინც ჰქონდა, ოღონც ყოველი დღე და ადგილი მონიშნული "აღარაა ადგილები"-თ.

"ექსპედიას" ამ უზუსტობის გამო უჩივიან და ზიანის ანასღაურებას მოსთხოვენ. გამოდის, რომ დაინტერესებლი პირი მიენდობოდა "ექსპედიას" ინფორმაციას და აღარ გადაამოწმებდა სასტუმროს ვებგვერდზე. ამით კი ისინი ვიზიტორებს დაკარგავდნენ.

ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. თქვენ კი, თუ თქვენი საიტი სხვადასხვა კომპანიებს აერთიანებს, გადაამოწმეთ, რომ ყველანაირი რისკებისგან ხართ დაცული.

კომპანიები, რომლებიც უკვე კარგად იცნობენ ჩვენს რეალურ შესაძლებლობებს, ხშირად მოგვმართავენ სხვადასხვა ბიზნესპრობლემების გადაჭრის თხოვნითაც. აქედან გამომდინარე, ვაგვარებთ კომპანიებისათვის უფრო გლობალურ ბიზნესპრობლემებს, ასე რომ, შეგიძლიათ ასეთ შემთხვევებშიც დაგვიკავშირდეთ.

bottom of page