top of page

სტუდენტების კამპანიამ “ყველას შეუძლია” $22,000 შეაგროვა


ოტავაში, ალგონქუინ კოლეჯის საზოგადოებასთან ურთიერთობის სტუდენტები პროგრამის ფარგლებში ყოველწლიურად ახორციელებენ საქველმოქმედო კამპანიას. ამის მიზანია, ერთის მხრივ, სტუდენტებისათვის პრაქტიკული გამოცდილების მიცემა და მეორეს მხრივ, ადგილობრივი საქველმოქმედო ორგანიზაციების დახმარება, რომლებიც საზოგადოებისათვის სასიკეთო საქმეს აკეთებენ.

მარტში კოლეჯის სტუდენტებმა წამოიწყეს კამპანია “Any Buddy Can”, რომელიც ინტელექტუალური და განვითარებით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან მეგობრული ურთიერთობის დამყარებას მიეძღვნა.

კამპანიის მიზანი იყო მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლება და ქველმოქმედებისთვის თანხის შეგროვება. შემოსული თანხა გადაირიცხა საქველმოქმედო ორგანიზაცია “Best Buddys” ფონდში, რომელიც ეხმარება ინტელექტუალური ან განვითარებით შეზღუდული შესაძლებლობების პირებს.

კამპანიის ფარგლებში, ერთი თვის პერიოდში დაიგეგმა 12 სხვადასხვა ტიპის გასართობი ღონისძიება:

  1. Spotlight - გახსნის საღამო. ეს იყო პირველი ღონისძიება, რომელიც შემსრულებლებს დაეხმარა თავი გამოეჩინათ სხვადასხვა მხატვრულ დისციპლინებში. ღონისძიების პარტნიორი იყო კაფე ნოსტალგიკაში. საღამო 26 მარტს 7 საათზე დაიწყო და 11 საათზე დასრულდა. ბილეთის ფასი 10$.

  2. Best Buddies Trivia Night - ამ ღონისძიებაზე მონაწილეებს ქვიზები ჰქონდათ გამოსაცნობი ზოგად და მეგობრობის თემებზე. გამარჯვებულებს ელოდათ პრიზები. ღონისძიება საღამოს 7 სთ-ზე იწყებოდა მყუდრო ბარში.

  3. Spotlight - კარაოკე საღამო მოეწყო კაფე ნოსტალგიკაში. მონაწილეებისათვის ბილეთები ონლაინ რეჟიმშიც იყიდებოდა.

  4. Game Night for Buddies! - როგორც სახელი მიგანიშნებთ, ამ საღამოზე ბარში შეგეძლოთ გეთამაშათ სხვადასხვა თამაშები და თქვენ მიერ გაღებული თანხები, საქველმოქმედო ღონისძიებას მოხმარდებოდა.

  5. Phantom Formal - 29 მარტს 7 საათზე გაიმართა ფორმალური ე.წ. “კოქტეილ ფართი” აუქციონით და სხვადასხვა გათამაშებებით. ბილეთის ფასი 40$ შეადგენდა. საღამო გაიმართა “მოსკოვის ჩაის ოთახში”.

  6. Bouncing Buds - იყო სპორტული ტიპის ღონისძიება, სვადასხვა სპორტული აქტივობით და მსუბუქი მუსიკის თანხლებით. ღონისძიება გაიმართა ერთ-ერთ პარკში.

  7. EveryBuddy's A Suspect - გპირდებოდათ გემრიელ საკვებს და ინტელექტუალურ, როლურ გათამაშებას თქვენივე მონაწილეობით. მონაწილეებს უნდა გამოეცნოთ თამაშში, თუ ვინ ჩაიდინა დანაშაული. ამ სახალისო და საინტერესო საღამოზე დასწრება $60 ღირდა.

  8. Chuckles for Charity - კომედიის საღამოზე შეგეძლოთ გახალისებულიყავით 5 კომედიანტის მიერ, მიგეღოთ მონაწილეობა გათამაშებებში და მოგეგოთ პრიზები.

  9. Carnival For a Cause - კარნავალი თემატური საკვებით და გართობით ბარში. ბილეთის ფასი 20$.

  10. 90's Reloaded - კოსტუმირებული ზეიმი 90-იანების თემატიკით.

  11. Blossoming Buds - ეს იყო საღამო ბაღში, გამაგრილებელი სასმელითა და გასართობი პროგრამით. ბილეთის ფასი 40$.

  12. Drinking buddies - საღამო ბარში მონაწილეები ერთად ისიამოვნებდნენ ლუდს და დახარჯული თანხა კი საქველმოქმედო ორგანიზაციას მოხმარედებოდა. ბილეთის ფასი 20$.

საბოლოო ჯამში ალგონქუინ კოლეჯის საზოგადოებასთან ურთიერთობის სტუდენტებმა დასახული ამოცანები შეასრულეს და კამპანიით Any Buddy Can $22,000 შეაგროვეს.

საინტერესოა ხაზი გავუსვათ იმას, რომ:

  • სტუდენტებს არ აქვთ ბიუჯეტი და კამპანიისთვის $0 იხარჯება. დავალების მიხედვით, ხარჯები არ უნდა ჰქონდეს კამპანიას. ეს შესაძლებელია, თუ ბარტერსა და სპონსორობას სწორად დაგეგმავ. ასე, რომ შეგროვილი თანხა სრულად ერიცხება საქველმოქმედო ორგანიზაციას.

  • კამპანიამ თანხები, ძირითადად, ბილეთების გაყიდვით შეაგროვა.

  • კამპანიას ჰქონდა სახელი, ლოგო და სლოგანი “Any Buddy Can”, “join the friendship”.

  • საზოგადოებასთან კომუნიკაცია ხდებოდა სოციალური ქსელების: ფეისბუქის, ინსტაგრამის და ტვიტერის საშუალებით.

  • ბილეთები იყიდებოდა ონლაინ რეჟიმშიც eventrite-ის და ვებსაიტის მეშვეობით.

  • როგორც ხედავთ, იმისათვის რომ კამპანია წარმატებული იყოს, აუცილებელი არაა მოწენებების რაოდენობაზე ფოკუსირება. თუ მიზანი თანხის შეგროვებაა, ეს შესაძლოა სწორად განსაზღვრული აუდიტორიით და მხოლოდ 100 ლაიქითაც შესრულდეს. ფეისბუქზე კამპანიას 98, ინსტაგრამზე 110 და ტვიტერზე კი 83 პირი ადევნებდა თვალს.

  • საჭირო არაა საქველმოქმედო ღონისძიება მოსაწყენი იყოს და მხოლოდ შეცოდებით მივიზიდოთ საზოგადოება. თამამად და თავისუფლად შეგვიძლია ქველმოქმედება სახალისო გავხადოთ. გავითვალისწინოთ რა გაახარებს სამიზნე ჯგუფს, რაში იხდის ის სიხარულით ფულს.

  • დააკვირდით, რომ არცერთ ამ ღონისძიებაში არ იყვნენ ბენეფიციარები ჩართული. მათი შეწუხება საჭირო არაა. ისინი ბენეფიციარები არიან და არა შემსრულებლები.

ფიქროობთ საქველმოქმედო კამპანიის განხორციელებას? ჩვენი სააგენტო ამაშიც შეძლებს თქვენს მხარდაჭერას.

bottom of page