იზიდავს თუ განიზიდავს ხალხს თქვენი კომპანია?
კომპანიებს, განსაკუთრებით კი საჯარო ორგანიზაციებს ეკისრებათ ვალდებულება არ განახორციელონ დისკრიმინაცია და ყველას ერთნაირად მოემსახურონ.
"სტარბაქსის" ერთ-ერთ ფილიალში შავკანიანებს გამორჩეულად ცუდად მოექცნენ. კერძოდ, შავკანიანები, რომლებმაც დრო დაყვეს კაფეში და არაფერი შეუკვეთეს, პოლიციის ძალით გააძევეს კაფედან, მაშინ როცა ნებისმიერ სხვას პრობლემა არ შეექმნებოდა. ვიდეოში ხედავთ, როგორ აპროტესტებს ერთ-ერთი მოქალაქე მომხდარს. ამ ფაქტმა საზოგადოებაშიც გამოიწვია პროტესტი და გამოხმაურება. "სტარბაქსმა" ბოდიში მოიხადა და შეუდგა თანამშრომლების დატრენინგებას. მოგეხსენებათ, რომ კომპანიამ შესაძლოა დიდი დანაკარგი ნახოს, მოუწიოს სასამართლოს ძალით ზიანის ანაზღაურება და დაკარგოს მყიდველი და რეპუტაცია.
გლობალიზაციასთან ერთად, საქართველო, ისევე როგორც სხვა ქვეყნები, კიდევ უფრო მულტიკულტურული ხდება. აქედან გამომდინარე, შესაძლებელია სხვადასხვა გაუგებრობებმა აქაც იჩინონ თავი. გირჩევთ, გადაამზადეთ თქვენი კადრები. ტრენინგი პირველი ნაბიჯია. ამავდროულად, იქონიეთ კრიზისული სიტუაციების მართვის გეგმა, რომელიც რეპუტაციის მენეჯმენტში დაგეხმარებათ.