რამდენ ხანში შეგიძლიათ თქვათ, რომ თქვენმა სტარტაპმა ბაზარზე თავი დაიმკვიდრა?

ბიზნესის წარმოება და ამით წარმატების მიღწევა მარტივი რომ იყოს, ყველა ბილიონერი ბიზნესმენი იქნებოდა. წარმატება ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, ხანდახან ჩვენგან დამოუკიდებლადაც.
“ხატია კომუნიკაციას” საქმიანობიდან გამომდინარე, სტარტაპებთან ხშირად გვიწევს მუშაობა, მათი კომპანიების ბრენდინგსა და პრომოციაზე. თავად ჩემი პიარსააგენტოც სტარტაპია, რომელიც 2016 წლის 5 მაისს დავაარსე. ამიტომ, გასაკვირი არ იქნება, რომ ხშირად ვფიქრობ იმ საკითხებზე, რაც სტარტაპებს ეხება. ახლაც, ახალ კომპანიას ვეხმარებით და ბრენდის შექმნისა და მისი პრომოციის გარდა, ვფიქრობთ ყველა იმ ასპექტზე, რაც მათ წარმატებას განაპირობებს.
მნიშვნელოვანი კითხვა, რაც ალბათ ყველა სტარტაპერს დააინტერესებს - გავიარეთ უკვე ის "საგამოცდო" პერიოდი და შეგვიძლია ჩვენი ბიზნესი ჩავთვალოთ შემდგარად?
ჰარვარდის ბიზნეს სკოლის ერთ-ერთი მონაცემების მიხედვით:
პირველივე წელს შეწყვეტს ფუნქციონირებას სტარტაპების 25%
მეორე წელს, დარჩენილებიდან 36% შეწყვეტს ფუნქციონირებას
მესამე წელს დარჩენილებიდან 44% შეწყვეტს ფუნქციონირებას
გავეცანი სხვადასხვა უცხოურ კვლევებს და მონაცემები მსგავსია. ამერიკის შეერთებული შტატების შრომის მონაცემების ცენტრის მიხედვით, სტარტაპების მხოლოდ 50%-მა გაუძლო პირველ ხუთ წელიწადს. აქედან გამომდინარე, მინიმუმ სამწლიანი წარმატებული საქმიანობაა საჭირო, იმისათვის, რომ სტარტაპი ბაზარზე დამკვიდრებულად მივიჩნიოთ.
სამწუხაროდ, სტატისტიკური მონაცემები ქართულ რეალობაზე ვერც ეკონომიკის სამინისტროში და ვერც “აწარმოე საქართველოში” მოვიძიეთ. არადა, არაჩვეულებრივი იქნებოდა განგვეხორციელებინა კვლევა ამ თემაზე. “საქსტატის” ინფომაცია საწარმოოს დაბადება-გარდაცვალების შესახებ აქ შეგიძლიათ იხილოთ. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით კი 2013-2017 წლებში სულ 104,152 იურიდიული პირი დარეგისტრირდა. აქედან, ამავე წლებში ლიკვიდირებულ იქნა 470, რაც 0.45%-ს აღწევს მხოლოდ.
რამდენი ხანია რაც თქვენი კომპანია არსებობს? თქვენი აზრით, რა პერიოდია საჭირო ბაზარზე თავის დამკვიდრებისათვის? იმისათვის, რომ თქვენი კომპანია პირველი დღიდანვე კარგად წარმოჩინდეს, პრომოციისათვის მოგვმართეთ.