5 რჩევა თვითმოტივაციისთვის

ზოგჯერ მარტივი დავალებების შესრულებაც კი რთულდება დემოტივაციის გამო. თუმცა, ყველაფერი მოგვარებადია და ამასაც შეგვიძლია გავუმკლავდეთ ამ რჩევების გამოყენებით:
1. გაიხსენეთ რატომ აკეთებთ ამ ყველაფერს მოტივციას ამაღლებს შედეგის წარმოდგენა, რომელიც მოგველის ამ სამუშაოს განხორციელების შემდეგ. ეს შეიძლება იყოს აღიარება კოლეგების მხრიდან, ახალი გამოცდილების შეძენა, პროფესიონალიზმის მიღწევა, ფინანსური ან სხვა სარგებელი. თუ საქმის განსახორციელებლად არანაირი საბაბი არ გაქვთ, დემოტივაციის მიზეზიც ნათელია. ასეთ შემთხვევაში დაფიქრდით, ხომ არ გინდათ საერთოდ უარი თქვათ საქმის განხორციელებაზე. გაითვალისწინეთ და აწონ-დაწონეთ, რა შედეგები შეიძლება ამან მოგიტანოთ.
2. შეადგინეთ კონკრეტული სია როცა ყველა დავალებაზე ერთდროულად იფიქრებთ, ვერცერთს ვერ განახორციელებთ. ამიტომ, აუცლებელია, რომ ჩამოწეროთ კონკრეტული დავალებები და დაალაგოთ ისინი თანმიმდევრულად, პრიორიტეტების მიხედვით. კარგი იქნება, თუ დაიწყებთ რთულით და დაასრულებთ მარტივით. თითოეული საქმისთვის გამოყავით შესასრულებლად საჭირო დრო. ეს მნიშვნელოვანია, რათა იყოთ კონცენტრირებულები. დღის განმავლობაში თქვენ იმაზე მეტის განხორციელებას მოასწრებთ, ვიდრე ფიქრობთ.
3. შეაქეთ და დაასაჩუქრეთ საკუთარი თავი იმისათვის, რომ საქმის გასაგრძელებლად გქონდეთ მოტივაცია, შეაქეთ და დაასაჩუქრეთ საკუთარი თავი წინ გადადგმული ყოველი ნაბიჯის შემდეგ. ეს წვრილმანია, რომელიც დიდ სასწაულს ახდენს. იზეიმეთ თქვენი მიღწევები!
4. პროდუქტიული გარემოცვა და შთამაგონებელი ხალხი შეუერთდით ისეთ ადამიანებს, რომლებიც აქტიურად მუშაობენ მსგავს დავალებებზე. მათი ენერგია თქვენც გადმოგედებათ და წინსვლისკენ გიბიძგებთ. თვალი ადევნეთ ხალხს, რომლებმაც წარმატებებს მიაღწიეს თქვენს სფეროში და რომლებსაც სიამოვნებით მიბაძავდით. ამობეჭდეთ მათი ფრაზები ან სურათები და განათავსეთ თქვენს სამუშაო გარემოში. როგორც კი იგრძნობთ, რომ დუნდებით, გადახედეთ მათ და გაგახსენდებათ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ახლა თქვენი მობილიზება.
5. იზრუნეთ ხალისიან დღეზე მუდმივად მუშაობის რეჟიმი ყოფნა ყველასთვის დამღლელია და ასეთ პირობებს მხოლოდ ცოტა თუ უძლებს. იზრუნეთ იმაზე, რომ თქვენი დღე იყოს ხალისიანი. თითოეული შესრულებული დავალების შემდეგ შეიძლება მოკლე შესვენებების მოწყობა, მხიალური ვიდეოს ყურება ან მეგობრებთან შეხმიანება. განტვირთვა ენერგიას და მოტივაციას მოგცემთ, კიდევ უფრო მონდომებით შეუდგეთ საქმეს.
იცოდეთ, რომ თუ რაიმეს შესრულება რთულად გეჩვენებათ და ძალა არ გყოფნით, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ გამოხვედით კომფორტის ზონიდან. განვითარებისთვის კი ადამიანს სწორედ ეს სჭირდება: სიახლე, რომელსაც ახლავს სირთულეები. ჩვენ სწორედ ამ სირთულეებთან გამკლავებისას ვიზრდებით და ვვითარდებით. ამიტომ ნუ დანებდებით, იცოდეთ, რომ ადამიანის შესაძლებლობებს არ აქვთ საზღვარი!