კონტენტი და მისი სახეობები

დღეს, ისე როგორც არასდროს, ინტერნეტი სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვანი გახდა საზოგადოებისათვის. მომხმარებლები იყენებენ მას კომუნიკაციისთვის, ნივთების შესაძენად, ინფორმაციის მოსაძიებლად და სხვა. ციფრულმა ტექნოლოგიებმა შეძლეს მილიონობით მყიდველის მოზიდვა. ეს ტექნოლოგია გახდა ძლიერი ძრავი ბიზნესისათვის. განსაკუთრებით კი იმიტომ, რომ სამიზნე აუდიტორიასთან ურთიერთობა ვირტუალურ სივრცეში გაცილებით მარტივი და იაფი საშუალებაა მომხმარებლის ქცევასა და მათ გადაწყვეტილებებზე გავლენის მოსახდენად.
უკვე ბევრისთვისაა ცნობილი, რომ სოციალურ მედიაში კონტენტს დიდი ყურადღება ეთმობა. სწორედ სტრატეგიულად შერჩეული კონტენტით ვახერხებთ აუდიტორიაზე გავლენას.
კონტენტი ინფორმაციული თვალსაზრისით არის სერვერის, ან საინფორმაციო კომპლექსის მნიშვნელოვანი შიგთავსი - ტექსტი, გრაფიკა, თუ მულტიმედია, რომელთა ჩამოყალიბება ვებგვერდების სახით, ჰიპერტექსტური მონიშვნის საშუალებით ხდება.
კონტენტ მარკეტინგი გულისხმობს მომხმარებლისათვის ფასეული, რელევანტური და საინტერესო კონტენტის წარმოებასა და დისტრიბუციას ციფრულ თუ არაციფრულ არხებში სხვადასხვა ბიზნესამოცანების განხორციელების მიზნით.
ხშირად შევხვდებით კონტენტის ისეთ სახეობებს, როგორებიცაა: ბლოგის ჩანაწერი, ვებგვერდები და ა.შ. ყველაზე გამოყენებადია - ტექსტური, გრაფიკული და ვიდეო კონტენტები.
მარკეტოლოგების აზრით, ტექსტური კონტენტი ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა აუდიტორიასთან ურთიერთობის ჩამოსაყალიბებლად, მათი ნდობის მოსაპოვებლად, და მომსახურების ანდა პროდუქტის შესახებ ინფორმაციის მისაღებად. მთავარია გაითვალისწინოთ, რომ ციფრულ ერაში ძალიან ცოტა თუ კითხულობს და ვინც კითხულობს, მათგან უმეტესობა ტექსტს მხოლოდ თვალს თუ გადაავლებს, ამიტომ ეცადეთ თქვენი სათქმელი მოკლედ ჩამოაყალიბოთ.
ამ მხრივ უფრო მომგებიანია გრაფიკული, ვიზუალური კონტენტები - ფოტოები, სლაიდშოუები, ინფოგრაფიკები და სხვა, რადგან ვიზუალის მეშვეობით მომხმარებლებთან ადვილად მიგაქვთ თქვენი სათქმელი. გრაფიკული კონტენტი დაგეხმარებათ მიიქციოთ ყურადღება და გახადოთ თქვენი ბრენდი დასამახსოვრებელი. ამავდროულად, გასათვალისწინებელია, რომ ვიზულმა თქვენი მთავარი სათქმელი ერთი შეხედვით გამოხატოს. როგორც აღვნიშნეთ, მომხმარებლის ყურადღების მისაპყრობად ბევრი დრო არ გაქვთ.
თუ რაიმეს განმარტება გჭირდებათ, ვიდეო ან ანიმაცია შეიძლება იყოს საუკეთესო გამოსავალი. ვიდეო კონტენტი შესაძლებლობას მოგცემთ დაახლოებით 30 წამში გაუზიაროთ მნახველს თქვენი შეთავაზება. ეს მეტ დროს გაძლევთ იმისათვის, რომ მომხმარებლის დაინტერესება შეძლოთ. დაიმახსოვრეთ, ჩვენი ტვინი უფრო სწრაფად აღიქვამს ვიდეოში მიღებულ ინფორმაციას, ვიდრე წაკითხვის დროს, რადგან ვიდეოს ყურებისას ჩვენ არ გვიწევს რაიმე სპეციალური აქტივობის ჩატარება, ამიტომ ტვინს არ სჭირდება დიდი ენერგია, რომ გაანალიზოს ვიდეოში ნანახი ინფორმაცია.
თუ სოციაური მედიისათვის კონტენტის მომზადებაში დახმარება გჭირდებათ, მოგვმართეთ.