top of page

ტრადიციული თუ ციფრული მედია?


თუ თქვენ მარკეტინგულ კამპანიას გეგმავთ, ალბათ გაინტერესებთ, მაქსიმალური შედეგების მისაღწევად თქვენთვის ციფრული თუ ტრადიციული მედიის გამოყენებაა უფრო მომგებიანი.

როგორც წესი, კომუნიკაციის სპეციალისტები სხვადასხვა საშუალებების კომბინაციას ვამჯობინებთ, იქნება ეს ტრადიციული თუ ციფრული მედია, რადგანაც თითოეულ მათგანს თავისი უპირატესობა აქვს.

ტრადიციული მედიის უპირატესობები:

  1. ადვილად შეგიძლიათ მიაწვდინოთ ხმა თქვენს ადგილობრივ აუდიტორიას ლოკალური მედია საშუალებების გამოყენებით. მაგალითად, რადიო რეკლამა შეიძლება ერთ, თქვენთვის სასურველ ქალაქში ან რაიონში გავიდეს, დაურიგდეს ბროშურები კონკრეტულ ოჯახებს, შერჩეული უბნების მიხედვით;

  2. ტრადიციულ მედიაში გამოქვეყნებული მასალები უფრო ხანგრძლივი დროით ახდენს გავლენას, რადგანაც ის ხვდება არქივში. მაგალითად, ჟურნალი მკითხველთან დიდხანს რჩება;

  3. სოციალურ ქსელზე გამოჩენა დღეს ყველას შეუძლია, თუმცა თქვენი ბრენდის პოპულარულ ჟურნალში ან ტელევიზიაში გამოჩენას განსაკუთრებული ეფექტი აქვს. შერჩეული კონკრეტული არხის მიხედვით, თქვენი ბრენდი შესაძლოა უფრო რეპუტაბელურად და სანდოდ წარმოჩინდეს.

ტრადიციული მედიის უარყოფითი მხარეები:

  1. თითქმის არ ხდება უკუკავშირის მიღება;

  2. გაცილებით მეტი ფინანსებია საჭირო;

  3. დაგეგმვა უნდა მოხდეს წინასწარ, რადგანაც მედია საშუალების კონტენტი კვირებით და თვეებით ადრე იგეგმება;

  4. კამპანიის პროცესში ცვლილებების განხორციელება არის რთული;

  5. შედეგების გაზომვა ხშირად შეუძლებელია.

ციფრული მედიის უპირატესობები:

  1. შეგიძლიათ ზუსტად განსაზღვროთ თქვენი აუდიტორია ინტერესებისა და დემოგრაფიული მონაცემების მიხედვით. მაგალითად, თუ საბავშვო სამოსს სთავაზობთ მომხმარებლებს, შეგიძლიათ პირდაპირ ახალ მშობლებს შესთავაზოთ პროდუქცია, ან თქვენი ბრენდი უკვე ახლადდაქორწინებულებს გააცნოთ.

  2. მომხმარებელი კონტენტს მის მიერ შერჩეულ პლათფორმზე ეცნობა, სასურველი ფორმით;

  3. შესაძლებელია კამპანიის შედეგების პირდაპირ რეჟიმში კონტროლი. ეს საშუალებას გვაძლევს მოვახდინოთ კამპანიის სტრატეგიის ადაპტაცია საჭიროებების მიხედვით;

  4. არაა იმდენად გამაღიზიანებელი, როგორც მაგალითად ფილმის ყურებისას სარეკლამო ჭრა;

  5. ციფრულ მედიაში კომუნიკაცია გაცილებით სწრაფი ტემპით ხორციელდება;

  6. იაფი, მარტივი და ხანდახან ვირუსულია.

ციფრული მედიის უარყოფითი მხარეები:

  1. კლებადი სანდოობა და დამაჯერებლობა;

  2. ფიდბექის ხილვადობა ყველასათვის;

  3. გარკვეული ჯგუფების ციფრულ სამყაროში არარსებობა.

ტრადიციული და ციფრული მედია თანაარსებობენ და ავსებენ ერთმანეთს, მაგალითად თუ მომხმარებელი ტელევიზიაში ნახულობს რაიმე მოვლენას, ის შემდგომ სოციალურ მედიაში ამოწმებს თუ რა რეაგირება აქვს საზოგადოებას და პირიქით. ამიტომ, როგორც აღვნიშნეთ, კამპანიების დაგეგმვისას ხდება სხვადასხვა საშუალებების კომბინირება.

იშვიათ შემთხვევებში გვიწევს ამ ორ საშუალებას შორის არჩევანის გაკეთება, ეს ხდება განსაკუთრებით მაშინ, როცა კომპანიის რესურსები შეზღუდულია.

ონლაინ მარკეტინგი საშუალებას აძლევს ნებისმიერ ბიზნესს, მცირე დანახარჯებით მიიღონ იმაზე უფრო დიდი შედეგი, ვიდრე ისინი ამას ტრადიციული მარკეტინგული საქმიანობით შეძლებდნენ.

თუ კამპანიის დაგეგმვის ან განხორციელების პროცესში პროფესიონალთა გუნდის მხარდაჭერა გესაჭიროებათ, დაგვიკავშირდით დ სიამოვნებით დაგეხმარებით.

bottom of page