top of page

მარკეტინგული გეგმა, როგორც მტკიცებულება

მარკეტინგსაც აქვს თავისი წესები და მოთხოვნები. ეთიკური ნორმების დამრღვევ კომპანიებსა და პირებს ადრე თუ გვიან პრობლემები ექმნებათ, თუმცა ლეგალური მოთხოვნების შეუსრულებლობამ შესაძლოა პირის პასუხისმგებლობა გამოიწვიოს.

ამის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, რომ კომუნიკაციის სპეციალისტებმა კრეატივი კანონის ფარგლებში მოაქციონ და ნამუშევარზე იურისტისგანაც მიიღონ შეფასება. შესაძლოა იდეა არაჩვეულებრივი იყოს შედეგის მისაღწევად, თუმცა ის კანონით დაშვებულ საზღვრებს სცდებოდეს.

მაგალითად, პრესრელიზით გასაჯაროებულმა ინფორმაციამ შესაძლოა ლეგალური პრობლემა შეუქმნას თქვენს კომპანიას. ისეთი შიდა დოკუმენტიც კი, როგორიც მარკეტინგული გეგმაა, შეიძლება იქცეს მტკიცებულებად, როგორც ამ შემთხვევაში მოხდა.

ამ ელექტრო სიგარეტმა წარმატებით დაიმკვიდრა თავი ახალგაზრდებში. კანონით რიგი პროდუქციის ახალგაზრდებზე რეკლამირება დაუშვებელია კანადაში. ახლა უფლებამოსილ ორგანოებს კომპანიის მარკეტინგული გეგმის გადახედვა სურთ. მათ აინტერესებთ, რის მიხედვი შეიქმნა საკომუნიკაციო სტრატეგია და ხომ არ იყო ამ სტრატეგიის სამიზნე ჯგუფი ახალგაზრდობა.

როგორც ხედავთ, საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტებისათვის კომპანიის იურისტებთან თანამშრომლობა აუცილებელია. ეს არასასურველი ქარტეხილებისგან დაგიცავთ და დაგაზღვევთ. ჩემ შემთხვევაში, იურიდიული და პიარ განათლება მეხმარება საკუთარ თავთან მსჯელობაში და რისკფაქტორების ელიმინაციაში. ლეგალური განათლება გამოგადგებათ პიარში. წარმატებები!

bottom of page