top of page

ჩავერიოთ პოლიტიკაში?

საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტებმა კარგად ვიცით ბიზნესკომუნიკაციის წესი, რომ თავი რელიგიიდან და პოლიტიკიდან შორს უნდა გვეჭიროს. დღეს ეს წესი "ნაიკმა" დაარღვია.

ალბათ გსმენიათ, რომ კოლინ კაპერნიკმა ერთ-ერთი თამაშისას მუხლი მოიდრიკა ჰიმნის გაჟღერებისას, რათა აფროამერიკელებისადმი პოლიციელების სისასტიკე გაეპროტსტებინა. ამის გამო კოლინმა დაკარგა სამსახური და გახდა დონალდ ტრამპის აგრესიის სამიზნე.

სწორედ ამ თემას არ მოერიდა "ნაიკი" და კაპერნიკი თავის კამპანიაში გამოაჩინა "ირწმუნე რამე. თუნდაც ეს ყველაფრის დაკარგვას ნიშნავდეს".

ამ ფაქტმა დიდი გამოხმაურება ჰპოვა ტრადიციულ და სოციალურ მედიაში. წინა კვირასთან შედარებით "ნაიკი" 135%-ით მეტჯერ მოიხსენიეს. მართალია, გამოხმაურება ყველა დადებითი არ ყოფილა, გამოჩნდა ხალხი, ვინც "ნაიკის" სამოსს ანადგურებდა ლაივში, მაგრამ ვარაუდობენ, რომ "ნაიკს" კვლევა აქვს ჩატარებული და დარწმუნებულია, რომ ეს კამპანია უფრო მეტ ლოიალურ მომხმარებელს შესძენს, ვიდრე დააკარგვინებს.

მიგაჩნიათ ბიზნესის მიერ პოლიტიკასა და რელიგიაში ჩარევა გამართლებულად? დაგვისახელეთ მაგალითები.

bottom of page