top of page

Reach vs. Impressions - იცით რომელია თქვენთვის მნიშვნელოვანი?

თუ თქვენი კომპანია წარმოდგენილია სოციალურ მედიაზე, (და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს ასეა), სოციალური მედიის შედეგების ანალიზისას ალბათ შეგხვედრიათ რიცხვებით გამოხატული reach (წვდომა) და impressions (შთაბეჭდილებები). იცით რა სხვაობაა მათ შორის?

წვდომა გვიჩვენებს მომხმარებლების იმ საერთო რაოდენობას, რომლებმაც რეალურად ნახეს თქვენი კონტენტი. რაც არ უნდა დიდი კომპანიის გვერდის მფლობელი იყოთ და რამდენად დიდიც არ უნდა იყოს თქვენი გვერდის მოწონებების რიცხვი, ფაქტია, რომ თქვენ მიერ განთავსებული კონტენტი არ აღწევს ყველა მათგანს. მაგალითად, თუ თქვენს გვერდს ჰყავს 200,000 გამომწერი, თუმცა თქვენ მიერ განთავსებული ჩანაწერი ნახა 100-მა ადამიანმა, ეს ნიშნავს, რომ თქვენი წვდომა მხოლოდ 100-ია. აქედან გამომდინარე, ნაცვლად იმისა, რომ განსაკუთრებით დიდი ყურადღება თქვენს გვერდზე მიმდევართა საერთო რაოდენობას მიაქციოთ, უმჯობესია, ფოკუსირდეთ იმაზე, თუ რამდენ ადამიანთან შეძელით რეალურად დაკავშირება.

აქვე გასათვალისწინებელია organic reach, paid reach, viral reach. ორგანულია, როცა მომხმარებელი თქვენს ჩანაწერს უსასყიდლოდ ეცნობა. Paid, გასაგებია, მიუთითებს იმაზე, რომ თქვენ ჩანაწერის გამოჩენაში თანხა გადაიხდეთ. Viral კი მიანიშნებს იმაზე, რომ ჩანაწერი მომხმარებლებს მათზე მეგობრების აქტივობების გამო გამოუჩნდათ.

ვთქვათ, გაქვთ ჩანაწერი, რომელზეც წვდომა 7,000. მეორე ჩანაწერზეც ასევეა, წვდომა 7,000 უჩვენებს. ხვდებით რომელი ჩანაწერის შედეგებია უკეთესი? რომელზეც ორგანული და ვირუსული წვდომა ჭარბობს შეკვეთილს.

ასე რომ, ის დრო, როცა მხოლოდ წვდომა იყო მნიშვნელოვანი, წარსულს ჩაბარდა. ახლა კარგ სოციალური მედიის მენეჯერს ორგანული წვდომის სიჭარბე გამოარჩევს.

შთაბეჭდილებები გვიჩვენებს სქროლვისას რამდენჯერ ამოუგდო თქვენი ჩანაწერი მომხმარებელს, თუნდაც ერთიდაიმავეს. აქედან გამომდინარე, შთაბეჭდილება არ არის უნიკალური ერთი მომხმარებლისთვის, რაც გულისხმობს იმას, რომ იგივე კონტენტის ნახვა მრავალჯერ შეუძლია იმავე მომხმარებლს. მაგალითად: თუ თქვენი ჩანაწერის Impression 300-ია, ხოლო Reach - 100, ეს ნიშნავს რომ რამდენიმემ თქვენი ჩანაწერი რამდენჯერმე ნახა და ამით გაიზარდა Impression-ების რიცხვი.

რომელია მნიშვნელოვანი? თუ ცნობადობის ამაღლებაზე მუშაობთ, წვდომა თქვენთვის მნიშვნელოვანია. რაც უფრო მეტი ადამიანი ნახავს ჩანაწერს, მით უკეთესი თქვენთვის. თუ დარწმუნებაზეა საუბარი, ვიცით, რომ ადამიანმა რამდენჯერმე უნდა იხილოს ჩვენი მესიჯი, რომ ის დაამახსოვრდეს. ამ შემთხვევაში, impression-ები უფრო მნიშვნელოვანი იქნება. თითოეული მათგანის მეტობა-ნაკლებობა, ასევე შესაძლებელია, სხვადასხვა სახის პრობლემაზე მიგვითითებდეს. ამიტომ მნიშვნელოვანია კამპანიას ლაივშივე მიაქციოთ ყურადღება. აუცილებლად გამოიტანეთ დასკვნები და განახორციელეთ საჭირო ცვლილებები.

თქვენ რის მიღწევას ცდილობთ სოციალური მედიით? თუ გადაწყვეტილების მიღება გიჭირთ და დახმარება გჭირდებათ, დაგვიკავშირდით. ჩვენი გუნდი სიამოვნებით შეადგენს და განახორციელებს თქვენთვის სოციალური მედიის სტრატეგიას.

bottom of page