5 წიგნი პროდუქტიულობის ასამაღლებლად

თვითდახმარების წიგნებმაც იცის გატაცება. ვკითხულობთ, ვკითხულობთ და რაღაც მომენტში აღმოვაჩენთ, რომ ზუსტად აღარც კი გვახსოვს რჩევები, ამიტომაც, ამ წიგნების წაკითხვისას, მოიმარჯვეთ კალამი და პატარა ბლოკნოტი. შეგხვდებათ ბევრი ისეთი რჩევა, რომლის ჩანიშვნა და გეგმად ქცევა მოგინდებათ.
ბრაიან თრეისის “შეჭამე ბაყაყი” დროის სწორად განაწილება ხშირი პრობლემაა, რომელიც ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე იჩენს ხოლმე თავს. თუ ხშირად ვერ ასწრებთ საქმეებს და მუდმივად დრო თქვენ წინააღმდეგ მუშაობს, აუცილებლად გაეცანით ამ წიგნს. ავტორის რჩევით, ჯერ ყველაზე რთული დავალება უნდა შეასრულოთ და შემდეგ კი შედარებით მარტივები. წიგნი დაგეხმარებათ დაახელოვნოთ დროის გადანაწილება და თქვენ ყოველდღიურად მეტს მოასწრებთ. აქვე ისწავლით სამუშაოს პრიორიტეტებად განაწილებასა და სწორ დაგეგმვას.
დავიდ ალენის “განახორციელე საქმე - პროდუქტიულობა სტრესის გარეშე” დაკვირვებიხართ, რომ უფრო მეტი გამოგდით და საქმეს ხარისხიანად ახორციელებთ, როცა სტრესი არ გაქვთ და სამუშაო გეხალისებათ კიდეც? საუკეთესო შედეგების მისაღწევად, ეს წიგნი დავალებების სტრესის გარეშე განხორციელებაში დაგეხმარებათ.
ლეო ბაბუატას “ნაკლების ძალა” ცხოვრებაში ცოტას დაგეგმავ, ცოტას მიაღწევ, ძალიან ბევრს დაგეგმავ და შეიძლება არაფერიც გამოვიდეს. ავტორი დაგეხმარებათ გამოავლინოთ ის დავალებები, რომლებსაც თქვენ ახორციელბთ და რომლებიც მთავარი შედეგის მიღწევაში გაფერხებენ.
ჯეისონ ვომაკის “შენი საუკეთესო გაუმჯობესდა” ძლიერი პროფესიონალების სისუსტე ხანდახან სწორედ მათ სიძლიერეშია. ისინი მარტივად ართმევენ თავს რთულ დავალებებს და ჯერდებიან შედეგებს. ვომაკი ამ წიგნით გირჩევთ გააუმჯობესოთ თქვენი სტანდარტი და ამის გზებსაც გაჩვენებთ.
ბენჟამენ ფრანკლინის ავტობიოგრაფია ყველას ცხოვრების ჩვენი, უნიკალური გზა გვაქვს გასავლელი, თუმცა ხშირად სხვა, წარმატებული ადამიანები შთაგვაგონებენ. ასეთი ლიდერების გავლენას დადებითი შედეგის მოტანა შეუძლია ჩვენთვის.
ერთ-ერთი შთამბეჭდავი პიროვნებაა ბენჟამენ ფრანკლინი, რომელმაც განსაკუთრებული დისციპლინის დამსახურებით ცხოვრებაში განსაკუთრებულ შედეგებს მიაღწია.
თქვენი პროდუქტიულობის ამაღლებაში რა ან ვინ დაგეხმარათ?