კრეატიული ბრიფის 7 ელემენტი

ახალი პროდუქტის ან სერვისის შექმნის პროცესში ხედვებისა და იდეების მკაფიოდ გამოსაკვეთად, კომპანიები კრეატიულ ბრიფს იშველიებენ. კრეატიული ბრიფი არის ნებისმიერი წარმატებული შემოქმედებითი კამპანიის საფუძველი, რომელიც ლაკონურად გადმოცემული ინფორმაციის საშუალებით ასახავს კომპანიის ხედვას.
მანამ სანამ წერას შეუდგებით, პირველ რიგში, დაიწყეთ თავფურცლის გაფორმება, სადაც ათავსებთ შემდეგ ინფორმაციას:
ინფორმაცია კლიენტის შესახებ;
პროექტის დასახელება და აღწერა;
ინფორმაცია შემსრულებლის შესახებ.
არსებობს კრეატიული ბრიფის ვარიაციები, თუმცა ყველას აქვს საერთო მახასიათებლები. იმისთვის, რომ შექმნათ კრეატიული ბრიფი, გთავაზობთ რამდენიმე საფეხურს:
1. მიმოხილვა ამ თავში წერთ ყველა იმ ინფორმაციას, რომელიც თქვენს კრეატიულ ჯგუფს სჭირდება. ეს არის სივრცე, სადაც აცნობთ თქვენს იდეას/პროექტს კრეატიულ გუნდს.
2. მიზანი დასვით კითხვა და გაეცით პასუხი - რა არის ამ პროექტის მიზანი? მოკლედ აღწერეთ ის შედეგი და ეფექტი, რომელიც გინდათ, რომ მიიღოთ.
3. სამიზნე აუდიტორია განსაზღვრეთ - ვისთვის იქმნება ეს პროექტი, ვინ არის თქვენი სამიზნე ჯგუფი? ეცადეთ აღწეროთ - სად არის თქვენი სამიზნე აუდიტორია, რა გზებით გექნებათ მათთან კავშირი, რა აინტერესებთ და რა აერთიანებთ მათ?
4. განსაზღვრა აუცილებელია განსაზღვროთ, ვინ/რა არის თქვენი კომპანია/პროდუქტი/სერვისი? როგორ გინდათ აუდიტორიამ დაგინახოთ, როგორია თქვენი ტონი? ეცადეთ, ააგოთ ისეთი პორტრეტი, რომელიც თქვენს სამიზნე აუდიტორიას დაეხმარება თქვენთან მოახლოვებაში.
5. მიზეზები ჩამოწერეთ ყველა მყარი მტკიცებულება იმისა, თუ რატომ უნდა აგირჩიონ, დაგიჯეროთ მომხმარებლებმა, რატომ უნდა გენდოთ თქვენ?
6. დამატებითი ინფორმაცია დამატებითი ინფორმაცია კრეატიული გუნდისთვის - მოლოდინები, ინფორმაცია პოზიციონირების შესახებ, ინსაითები, დასამახსოვრებელი ციტატები და წარმოსახვა - რას ხედავთ, ელით მათთგან.
7. გრაფიკი რა და როდის გჭირდებათ მზა პროდუქცია კრეატიული ჯგუფისგან? დაგეგმეთ ყველა ნაბიჯი, რომ ჩაჯდეთ დროში.
მას შემდეგ, რაც დაასრულებთ თქვენი კრეატიული ბრიფის წერას, სანამ გუნდს წარუდგენთ, გააცანით ის თქვენს დამკვეთს, დააზუსტეთ ყველა ინფორმაცია, რათა მუშაობის პროცესში არ შეფერხდეთ.
როგორც ხედავთ, ფაქტიურად, კრეატიული ბრიფი კრეატიული ჯგუფისათვის კარგად შედგენილი დავალებაა. თუ კრეატიული ბრიფის შედგენაში ან კამპანიის დაგეგმვა-განხორციელებაში დახმარება გჭირდებათ, დაგვიკავშრდით, ჩვენი ბუტიკი პიარსააგენტო თქვენს სამსახურშია!