top of page

“ხატია კომუნიკაცია” იწყებს ვებინარების სერიას საზოგადოებასთან ურთიერთობაში


პრაქტიკული უნარების განვითარებაზე ფოკუსირებული ტრენინგები არის ცვლილებების გარანტი სამუშაოს უკეთესად შესრულებისათვის. პიარსააგენტო “ხატია კომუნიკაცია” გაძლევთ შანსს გაიაროთ კანადური სწავლების მოდელზე შექმნილი ორ საათიანი სასერტიფიკატო ონლაინ ტრენინგები სხვადასხვა თემებზე საზოგადოებასთან ურთიერთობასა და კომუნიკაციაში.

“ხშირად მოგვმართავენ სტუდენტები და ახალგაზრდა პროფესიონალები ტრენინგების მოწყობის თხოვნით. როცა ცოდნის და გამოცდილებების გაზიარების სურვილი არსებობს, გამოსავალიც მოიძებნება. კანადაში ყოფნის გამო, ვებინარების ჩატარება გადავწყვიტეთ. პროფესიულ წარმატებაში ჩემი მენტორების და პროფესორების თუნდაც ერთმა რჩევამ დიდი როლი ითამაშა. ჩვენი მიზანია ონლაინ ტრენინგებმა მონაწილეებს შთააგონოს ახალი იდეები და გააცნოს არსებული შესაძლებლობები”, - განაცხადა ხატია ოძელაშვილმა, ბუტიკი პიარსააგენტო “ხატია კომუნიკაციას” დამფუძნებელმა.

ვებინარები გაიმართება ყოველი თვის 20 რიცხვში, თბილისის დროით საღამოს 4 საათზე. ისინი დაეთმობა შემდეგ თემებს:

  • 20 ნოემბერი - კვლევა პიარში

  • 20 დეკემბერი - ახალი ტექნოლოგიები

  • 20 იანვარი - ტრენდები პიარში

  • 20 თებერვალი - კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა

  • 20 მარტი - კომუნიკაციის გეგმა

  • 20 აპრილი - ივენთ მენეჯმენტი

  • 20 მაისი - სოციალური მედიის ეფექტურად მართვა

  • 20 ივნისი - საინტერესო ქეისების განხილვა

  • 20 ივლისი - რეპუტაციის მართვა

  • 20 აგვისტო - შემომავალი მარკეტინგი

“ყოველთვიურად ახალ-ახალ თემებს ვთავაზობთ მონაწილეებს. რადგანაც ვებინარებზე მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია და წლის განმავლობაში თემები არ მეორდება, მსურველებს ვურჩევთ დროულად დარეგისტრირდნენ”, - მარიამ ბუთურიშვილი, საზოგადოებასთან ურთიერთობის ასისტენტი.

ტრენინგები შექმნილია საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში მომუშავე პირებისათვის, მენეჯმენტისათვის, ასევე მათთვის, ვინც გეგმავს კომუნიკაციის სფეროში მუშაობას და ამ მიმართულებებით ცოდნის გაღრმავების სურვილი აქვთ.

თითოეული ვებინარის ღირებულება შეადგენს 50 ლარს. სტუდენტები ისარგებლებენ 50%-იანი ფასდაკლებით. ტრენინგი თემაზე “კვლევა პიარში” შედგება 20 ნოემბერს 16:00 საათზე, მომდევნო ტრენინგებზე ინფორმაციის მისაღებად მიჰყევით ბმულს: https://www.khatia.co/courses

bottom of page