თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა საქართველოს უნივერსიტეტთან

საქართველოს უნივერსიტეტსა და "ხატია კომუნიკაციას" შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი.
"უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს, როცა ვხედავ პროგრესს, რომელსაც სტუდენტები ჩვენთან სტაჟირებისა და მუშაობის პროცესში აღწევენ. რამდენიმე სტუდენტმა უკვე გაიარა სტაჟირება ჩვენთან და ახლა, წარმატებულად მუშაობენ. მემორანდუმი შესაძლებლობას მოგვცემს გავაღრმავოთ ურთიერთობები საქართველოს უნივერსიტეტთან სტუდენტების წახალისებისა და სხვადასხვა პროექტებში ჩართვის მიზნით", - ხატია ოძელაშვილი, "ხატია კომუნიკაციას" დამფუძნებელი.
“ხატია კომუნიკაცია” კანადური გამოცდილების მქონე პიარსააგენტოა. მისი მისიაა დაეხმაროს კომპანიებს იყვნენ გამორჩეულები ბაზარზე, აიმაღლონ რეპუტაცია, გააღრმავონ ურთიერთობები კომპანიით დაინტერესებულ მხარეებთან და გააუმჯობესონ გაყიდვები.