top of page

ხელოვანი მოზარდები


მშობლებმა ვიცით, რომ სხვადასხვა სახის აქტივობები, როგორც შემეცნებითი, ასევე გასართობი, ბავშვებს განვითარებაში ეხმარებიან.

დღეს, მსოფლიო მომართულია შექმნას ახალ-ახალი გაჯეტები. ბავშვებიც მარტივად ხდებიან მათზე დამოკიდებული. ელექტრო მოწყობილობებში ჩამონტაჟებული გასართობი აპლიკაციები არ უნდა გახდეს ბავშვის ყოველდღიური რუტინის ნაწილი.

საკუთარი თავის გამოსახატავად და თანატოლებთან კომუნიკაციისთვის Craft-ისა და DIY-ის კლასები ბავშვებისთვის იდეალური საშუალებაა. ორივე ინგლისური სიტყვაა. Craft ხელობას ნიშნავს, ხოლო DIY - Do It Yourself-ის შემოკლებული ფორმაა და ნიშნავს - აკეთე შენით. საზღვარგარეთ მსგავსი კლასები პოპულარულია და მათი ღირებულება მისაღებია ნებისმიერი ფენისთვის.

თუ თქვენ გიყვართ ბავშვებთან ურთიერთობა და ხელსაქმე, გაქვთ თავისუფალი დრო და ფართი, სადაც შეძლებთ კომფორტული სამუშაო სივრცის მოწყობას, დროა იფიქროთ ჰობი აქციოთ ბიზნესად.

თვალსაჩინო გახადეთ მშობლებისათვის ის დადებითი მხარეები, რისთვისაც ღირს ასეთი სახის აქტივობებში მათი მოზარდის ჩართვა:

  • ხელსაქმე ავითარებს ბავშვებში კოორდინაციასა და მოტორულ უნარებს;

  • ეხმარება მათ საკუთარი თავის გამოხატვაში;

  • ხდის მათ კრიატიულსა და პროდუქტიულს;

  • ანვითარებს მოზარდში სხვა უნარებას, რომლებიც მას მომავალში გამოადგება;

  • ეხმარება ბავშვებს სოციალიზაციაში.

ხშირად, მსავსი სახის აქტივობებში ბავშვებთან ერთად მშობლებიც იღებენ მონაწილეობას. ეს ოჯახისათვის ერთ-ერთი საუკეთესო გზაა უქმეების ხალისიანად გასატარებლად.

ხელსაქმის გაკვეთილებზე ბავშვებს დაახვედრეთ ის მასალები, რაც საჭირო იქნება კონკრეტული ნივთების შესაქმნელად. ესენი შეიძლება იყოს: საღებავები, ფურცლები, ფუნჯები, თიხა, თექა, ფანქრები, წინსაფრები, ხელთათმანები და სხვა.

გისურვებთ წარმატებას!

bottom of page