“წარმოიდგინე” - წიგნი კრეატივზე

კრეატიული იდეები არა მარტო პიარსააგენტოს, არამედ ნებისმიერ კომპანიას და პირს ესაჭიროება. შთაგონება გვაწვდის იდეას, რომელმაც შესაძლოა წარმატებამდე მიგვიყვანოს. როგორ ვახერხებთ მუდმივად ახალი იდეების გენერირებას?

 

ბევრს მიაჩნია, რომ წარმოსახვის უნარი ან მოგვენიჭება ბუნებისგან ან არა. სინამდვილეში კი წარმოსახვაც ისეთივე უნარია, როგორც ყველა სხვა დანარჩენი. შესაძლებელია მასზე მუშაობა და განვითარება.

 

ახლახანს დავასრულე ჯონა ლერერის წიგნის “წარმოიდგინეს” კითხვა. არა მარტო საინტერესო იყო, არამედ წიგნმა შთამაგონა და ახლა, ახალი იდეებით ვაახლებ მუშაობას. თქვენც სიამოვნებით გაგიზიარებთ საინტერესო და შთამაგონებელ დეტალებს.

 

  • ლურჯი ფერის ყურება ხელს უწყობს კრეატიული იდეების განვითარებას;

  • საინტერესო იდეები იბადება, როცა ადამიანებს მათგან განსხვავებულ პირებთან უწევთ კონტაქტი. ამიტომაც, ქალაქებში, სადაც განსხვავებული კულტურის, წარმომავლობის ადამიანი ცხოვრობს, უფრო იზრდება პირის პროდუქტიულობა და შემოქმედებითობა; 

  • იმისათვის, რომ თანამშრომლებმა მეტად იურთიერთონ, წარმატებული კომპანიები, როგორიცაა “ეფლი” ან “გუგლი”, სპეციალურ ინტერიერს ქმნიან თანამშრომლების მეტი ინტერაქციისათვის. შემთხვევითმა შეხვედრამ და პროექტის დეტალების განხილვამ შესაძლებელია თანამშრომლები ახალ იდეამდე მიიყვანოს;

  • მოგზაურობა საშუალებას გვაძლევს ჩვენს გარემოს სხვა თვალით შევხედოთ. ამიტომაც, პირები, ვინც ხშირად მოგზაურობენ ან იცვლიან ადგილსამყოფელს, გამოირჩევიან კრეატიულობით. მათ შეუძლიათ იმის დანახვა, რასაც სხვები ვერ ამჩნევენ;

  • იდეა თითქოს მოულოდნელად გვატყდება თავს, მაგრამ რეალობა ისაა, რომ ამ იდეის დაბადებამდე ხანგრძლივ კვლევას ვახორციელებთ. ბევრი შრომის შემდეგ, იდეა თითქოს მართლაც უცაბედად ამოტივტივდება ჩვენს გონებაში. “The answer won’t arrive suddenly, in a flash of insight. Instead, it will be revealed slowly, gradually emerging after great effort.” 

  • "ბედი მომზადებულ გონებას წყალობს" (Chance favors the prepared mind). 

  • "არავინაა იმდენად ნიჭიერი, რომ შრომატევადი პროცესი არ დასჭირდეს და მიზანდასახულობა ამის განხორციელებაში გვეხმარება" (Nobody is talented enough to not have to work hard, and that’s what grit allows you to do).

  • "წარმატების ოთხმოცი პროცენტი გამოჩენისგან შედგება" (Eighty percent of success is showing up). 

  • "თუ მუდმივად პოულობთ ახალ წინაღობებს, შეგიძლიათ იფიქროთ ახალგაზრდასავით მაშინაც კი, როცა ასაკში და ჭაღარა ხართ" (If you can keep finding new challenges, then you can think like a young person even when you’re old and gray).

 

ეფექტური იყო შექსპირის განსხვავებული პერსპექტივით გაცნობა. ავტორის აზრით და მოყვანილი მაგალითების მიხედვით, შექსპირი გარემოებამ, მისმა ინტერესმა და შრომისმოყვარეობამ ჩამოაყალიბა გენიად. როგორც ჩანს შექსპირი იდეებს სხვა მწერლებისგან ხშირად იღებდა და თავიდანვე შედევრები არ შეუქმნია. თუმცა, რაც მას გამოარჩევდა იყო, მუდმივად სხვადასხვა იდეებზე მუშაობა და საქმისადმი დიდი სიყვარულის გარდა, თავდადებაც.

 

მართალია, ავტორმა მკაცრი კრიტიკა დაიმსახურა დილანის ციტატების გაყალბებისათვის, წიგნის წაკითხვას გირჩევთ ყველას, ვისაც კრეატიულობა გესაჭიროებათ. ამბები შთამაგონებელია და ფიქრისკენ გიბიძგებთ, რაც უკვე კარგი დასაწყისია.
 

 

Please reload

Please reload

კანადა ✉ საქართველო

hello@khatia.ca 

+1 343-883-5088 (WhatsApp)