“ხატია კომუნიკაცია” კანადაში იწყებს მოღვაწეობას

პიარსააგენტო “ხატია კომუნიკაცია” უკვე რამდენიმე წელია ქართულ ბაზარზე მოღვაწეობს. 5 დეკემბერს კომპანია კანადაში დარეგისტრირდა და დედაქალაქის ცენტრიდან შეუდგება საქმიანობას.
“კრეატიულ იდეებზე მუშაობას კანადის დედაქალაქის ცენტრიდან ვაგრძელებთ. ბევრი ახალი გეგმა და იდეა მაქვს, არამარტო კანადაში, არამედ საქართველოშიც განსახორციელებელი. ბიზნესის მართვა სირთულეებითაა სავსე, თუმცა ჩვენი პარტნიორების და გულშემატკივრების მხარდაჭერით, ახალ სიმაღლეებსაც მივაღწევთ”, - ხატია ოძელაშვილი, პიარსააგენტოს დამფუძნებელი.
“ხატია კომუნიკაცია” კანადური გამოცდილების მქონე პიარსააგენტოა, რომელიც ეხმარება კომპანიებს იყვნენ გამორჩეულები, სტრატეგიული კრეატიულობის დახმარებით ამბის ციფრულად თხრობის ხანაში. სააგენტო თანამშრომლობს მსხვილ და საშუალო კომპანიებთან. "ხატია კომუნიკაციას" განხორციელებულია სხვადასხვა სტარტაპის ბრენდინგი.
“საერთაშორისო მასშტაბის კომპანიისათვის, როგორიცაა “ლუკოილ-ჯორჯია” და “ექიმები საზღვრებს გარეშე”, უკვე ერთი წელია ვმუშაობ პიარსააგენტოში. მოუთმენლად ველი ახალ გამოწვევას - კანადურ კომპანიებთან თანამშრომლობის დაწყებას”, - ნინო მიშველაძე, პროექტების კოორდინატორი პიარსააგენტოში.
„ხატია კომუნიკაცია“-ს მისიაა დაეხმაროს კომპანიებს იყვნენ გამორჩეულები ბაზარზე, აიმაღლონ რეპუტაცია, გააღრმავონ ურთიერთობები კომპანიით დაინტერესებულ მხარეებთან და გააუმჯობესონ გაყიდვები.
გამოიწერეთ კომპანიის სიახლეები www.khatia.co