ვებგვერდი - პირველი შთაბეჭდილება ბიზნესზე


ესაჭიროება თუ არა ვებგვერდი თქვენს კომპანიას, ამაზე დიდი ხანია პასუხი გვაქს - აუცილებლად. დღეს, მომხმარებელთა უმრავლესობა ინფორმაციას, პირველ რიგში, ონლაინ ეძებს. ეს კი ხაზს უსვამს თანამედროვე ბიზნესისთვის ვებგვერდის მნიშვნელობას. საკითხავი მხოლოდ ისღა რჩება, თუ როგორი ვებგვერდი გამოადგება თქვენს ბიზნესს ყველაზე მეტად.

თუ გსურთ თქვენი კომპანია იყოს ლიდერი ბაზარზე, დახვეწილი ვებგვერდი გჭირდებათ. ის თქვენი ბიზნესის ხერხემალია, რომელიც ხელს უწყობს თქვენს ყველა მარკეტინგულ ძალისხმევას.

სანამ მუშაობას დაიწყებთ, დაფიქრდით როგორი ტიპის ვებგვერდი გჭირდებათ.

  • კორპორატიული;

  • ონლაინ მაღაზია;

  • პროექტი;

  • ფოტო/ვიდეო/ფაილების პორტალი;

  • გასართობი;

  • არასამთავრობო ორგანიზაცია;

  • საქველმოქმედო;

  • კამპანია;

  • პორთფოლიო;

  • საინფორმაციო;

  • ბროშურის სახის;

  • საგანმანათლებლო;

  • და მრავალი სხვა.

ვებგვერდზე მუშაობისას აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ მისი ძირითადი ელემენტები: ტიპოგრაფია, ვიზუალური ელემენტები, აგებულება, კონტენტის არქიტექტურა, თქვენი ძირითადი მიზანი, ვებგვერდის სისწრაფე, საძიებო სისტემებისათვის საიტის ოპტიმიზაცია და სხვა დეტალები.

გაითვალისწინეთ, მთავარ გვერდს დიდი მნიშვნელობა აქვს პირველი შთაბეჭდილების მოხდენისას, რადგან ეს არის პირველი, რასაც თქვენი მომხმარებელი ნახავს ვირტუალურ სივრცეში. თუ ვიზიტორებზე შთაბეჭდილებას ვერ მოახდენთ, ისინი წამებში დატოვებენ თქვენს გვერდს.

ეცადეთ არ გადააჭარბოთ და გადატვირთოთ თქვენი ვებგვერდი, რადგან გენიალურობა სიმარტივეშია.

და ბოლოს, შექმენით ვებგვერდი, რომელიც სმრატფონებსაც მოერგება. უფრო და უფრო მეტი ადამიანი იყენებს მათ შენაძენებისა და ინფორმაციის გასაცნობად. ბოლო მონაცემების მიხედვით, აშშ-ში შავ პარასკევს გაყიდვების 33.5% სმარტფონებიდან დაფიქსირდა.

დახმარება გჭირდებათ? სიამოვნებით ვიმუშავებთ თქვენი კომპანიისათვის ვებგვერდის განვითარებაზე, მოგვმართეთ.

კანადა ✉ საქართველო

hello@khatia.ca 

+1 343-883-5088 (WhatsApp)