სოციალური მედიის 2019 წლის ტრენდები

ყველას გაგიგონიათ “New year, New me” - ფრაზა, რომელიც სოციალურ მედიასაც კი ეხება. ციფრული სამყაროს განვითარების ეტაპებზე საუბრით არ მოგაწყენთ თავს, უბრალოდ შეგახსენებთ, რომ სოციალური მედია დღითი დღე მკვიდრდება ჩვენს ცხოვრებაში, როგორც მარკეტინგული სტრატეგია და ის, დაწყებული მცირე ბიზნესიდან - მსხივილი კორპორაციების ჩათვლით 2019 წლისთვის ყველას გაწერილი უნდა ჰქონდეს.
ამ ბლოგის მეშვეობით კი გაგაცნობთ სოციალური მედიის 2019 წლის ტრენდებს.
რა არის ახალი?
უკვე წლებია, რაც “ლაივში ჩართვა” აქტუალურია ციფრულ სამყაროში. იმისთვის, რომ დარწმუნდეთ რამდენად ღირებულია და როგორ მოქმედებს ეს პროცესი ადამიანებზე, სტატისტიკას დააკვირდით: დაახლოებით 3 წელია, რაც Facebook-მა ჩააშენა “ლაივ ჩართვა” და ამის შემდეგ, 3,500,000,000-ზე მეტი ლაივ ვიდეო გაეშვა პლატფორმაში, აქედან 2 მილიარდამდე ადამიანმა უყურა მას. კომპანიები ამ შესაძლებლობას მათი ბრენდისა თუ პროდუქტის პრომოციისთვის იყენებენ. გაითვალისწინეთ, ეს ტრენდი უფრო და უფრო აქტუალური გახდება - არ დაკარგოთ შანსი. გაზარდეთ თქვენი ფოლოვერების ჩართულობა, რადგან “ლაივ ჩართვები” ამის საშუალებას გაძლევთ.
რამდენი წელია, რაც “ჩეთბოტები” ჩვენს ცხოვრებაში გამოჩდნენ, მაგრამ ვინ იფიქრებდა მათ სოციალურ მედიასთან ინტეგრირებას. დღითიდღე იზრდება იმ კომპანიების რაოდენობა, რომლებიც ნერგავენ ამ ტრენდს მათ ციფრულ სამყაროში. ის ბრენდებს გაყიდვების გაზდასა და მომხმარებლებთან ურთიერთობაში ეხმარებათ. დაფიქრდით მის სარგებლიანობაზე.
IGTV-ის “აღზევება” - მართალია საქართველოში Facebook-ს ჯერ ვერცერთი სხვა პლატფორმა ვერ სჯაბნის, მაგრამ ნელ-ნელა, უფრო და უფრო მეტ ბრენდს ვაწყდებით ინსტაგრამზე. პლატფორმა გვთავაზობთ IGTV-ს, რომელიც მორგებულია მხოლოდ სმარტფონის მომხმარებლებისთვის და რომელსაც წამყვანი კომპანიები ჭკვიანურად იყენებენ. პირდაპირი ჩართვის და აუდიო მასალის ატვირთვის შესაძლებლობა ტვიტერმაც დაამატა. კარი გაუღეთ ციფრულ მედია, რადგან აქ პლატფორმების ომია გაჩაღებული და ვინ იცის, მომავალში რას შემოგვთავაზებენ.
რამდენჯერ ჩამჯდარხართ მეგობრების “სთორიში” და ამ დროს, რამდენჯერ შეგხვედრიათ კომპანიის შემოთავაზება? დიახ, დიახ. დაწყებული Snapchat-ით დამთავრებული Facebook-ით, კომპანიები სთორებს განსაზღვრული აუდიტორიით იყენებენ მათი ბრენდის პრომოციისთვის. არანაირი ალგორითმული პრობლემა! გამოიყენეთ ეს შანსი.
ყველა პლათფორმას თავისი მომხმარებელი ჰყავს და არცერთი პლათფორმა არ ივიწყებს განვითარებასა და სიახლეებს. როგორც ბრენდმა, უნდა განავრცოთ თქვენი ბიზნესი სხვადასხვა პლათფორმებზე, დაუკავშირდეთ მათზე არსებულ განსხვავებულ ჯგუფებს და აჰყვეთ განვითარების დინამიკას.
თუ ციფრულ მედიაში დახმარება გჭირდებათ, დაგვიკავშირდით!