დოკუმენტის რედაქტირების პროცესის საიდუმლო

ნათქვამია, ღმერთი დეტალებშიაო. ეს მართალი რომ არ იყოს, პროფესიონალებს ტექსტის შედგენაში ფულს არ გადაუხდიდნენ. Წერა ხომ თითქმის ყველას შეუძლია. Თუმცა, გამართული ჩანაწერების შედგენა, ყველასათვის არაა მარტივი. ნამუშევარმა ხომ ინტერესი და სასურველი ეფექტი უნდა გამოიწვიოს.
Რაც არ უნდა იყოს ჩვენი მიზანი, ტექსტი, რომელიც ორთოგრაფიულ, სტილისტურ, ანდაც მართლწერის კანონებს არღვევს, არ იქნება შედეგის მომტანი. Ამიტომაც, ყოველთვის, ტექსტის შედგენის შემდეგ, აუცილებელია მისი ხელახლა გადახედვა და რედაქტირება. მითუმეტეს, როცა საქმე აკადემიურ ან ბიზნესსაქმიანობას ეხება.
Ქართული ტექსტის რედაქტირებას დიდი ძალისხმევა და დრო სჭირდება. Პროფესიონალების საიდუმლო ხანგრძლივი მუშაობა და დეტალებზე კონცენტრირებაა. Გაგიზიარებთ რჩევებს, რომლებიც გამართული ნამუშევარის შექმნაში დაგეხმარებათ.
1. შეისვენეთ და ტექსტის რედაქტირება მოგვიანებით განაგრძეთ Როცა თქვენს ნაწერს ასწორებთ, თქვენ არამარტო თვალი გატყუებთ, არამედ გონებაც. Ტექსტი ზუსტად ისე გესმით, როგორც გულისხმობთ. Სხვისი ნამუშევარი რომ ყოფილიყო, ყველა დეტალს შენიშნავდით. Რატომ? Იმიტომ, რომ უცხო ტექსტის კითხვისას თქვენ ცდილობთ გაიგოთ, გაიაზროთ და ‘ავტოპილოტზე’ არ ეცნობით ჩანაწერს.
Თქვენი ტექსტიც რომ ასეთივე დაკვირვებით წაიკითხოთ, აუცილებელია დაასვენოთ გონება, დაივიწყოთ რა დაწერეთ და რამდენიმე საათის ან დღის შემდეგ, ნამუშევარს ხელახლა გაეცნოთ. Ნახავთ, რომ ყველაფერი ისე იდეალურად არ ყოფილა აწყობილი, როგორც გეგონათ.
2. მოახდინეთ კონცენტრაცია თუ გსურთ ყველა შეცდომის აღმოჩენა და მათი რედაქტირება, საჭიროა ტექსტზე კონცენტრირება. თავი აარიდეთ ნებისმიერ ხელისშემშლელ ფაქტორს. გამორთეთ ტელეფონი, ტელევიზორი, რადიო და ნებისმიერი სხვა საშუალება, რომელიც ხელს გიშლით ყურადღების გამახვილებაში.
3. Ტექსტის Გასწორების თანმიმდევრობა Ტექსტის რედაქტირებისას შეიმუშავეთ თანმიმდევრობა:
Ტექსტში აღნიშნული Ფაქტების გადამოწმება და წყაროების შენახვა მტკიცდებულებისათვის
Სახელი, გვარი, პოზიციების გადამოწმება
Რიცხვების, თარიღების, წლების გადამოწმება
Ბმულების და საკონტაქტო ინფორმაციის გადამოწმება
გაასწორეთ მთლიანი აგებულება და პარაგრაფების თანმიმდევრობა
სინტაქსური სისწორე
ორთოგრაფიის სიზუსტე
4. Კომპიუტერზე თუ ფურცელზე გასწორება? Გირჩევთ, ამობეჭდოთ თქვენი ნამუშევარი და ისე გაასწოროთ. Თუ ფიქრობთ, რომ კომპიუტერთან მუშაობა გირჩევნიათ, მინიმუმ, საბოლოო ვერსიაზე მაინც უნდა იმუშაოთ ფურცელზე, განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს მნიშვნელოვანია - პრესრელიზი, რეპორტი, პრეზენტაცია და ა.შ.
5. წაიკითხეთ ნაწერი ხმამაღლა და უკუღმა Მართლწერის და აზრის სისწორის გადამოწმებას ისიც ართულებს, რომ ქართული გრამატიკა რთულია. Ასევე, Ინგლისურისაგან განსხვავებით, ქართული მართლწერის შეცდომების აღმომჩენაში ჯერჯერობით ვერანაირი აპლიკაცია ვერ გვეხმარება. Ამიტომ, გირჩევთ ტექსტის ხმამაღლა წაკითხვას.
როდესაც ტექსტს ხმამაღლა და უკუღმა კითხულობთ, ყური შეცდომებს ადვილად გებულობს და თვალიც ხედავს. Რატომ? Იმიტომ, რომ უკუღმა კითხვისას თქვენი გონება სიტყვებზე და მათ სისწორეზე ამახვილებს ყურადღებას.
6. წაიკითხეთ ტექსტი ნელა როდესაც ნაწერს ვკითხულობთ, ხშირია შემთხვევები, როცა ჩვენი ტვინი ავტომატურად ასწორებს შეცდომებს. იმისთვის, რომ ეს არ მოხდეს, საჭიროა ტექსტის სიტყვა-სიტყვით წაკითხვა, რადგან ასე უფრო მარტივად ხდება შეცდომების აღმოჩენა.
7. ყურადღება მიაქციეთ პუნქტუაციას არანაკლები ყურადღება უნდა დაეთმოს პუნქტუაციას, რომელიც გვეხმარება წინადადება ნათელი და ზუსტი გავხადოთ.

8. Თანმიმდევრულობა Დაიცავით წერისას თანმიმდევრულობა, იქნება ეს სტილი, თუ მკითხველის შერჩევა. Თუ მკითხველს შენობით მიმართავთ, ბოლომდე ასე მიყევით. Თუ ტექსტში თავიდან მშობლებს ესაუბრებით, შუაში ბავშვებზე ნუ გადახვალთ. Წარმოიდგინეთ, რომ პირისპირ ესაუბრებით თქვენს მკითხველს. Თქვენი აუდიტორია ან ტონი შუა შეხვედრაზე ხომ არ შეიცვლებოდა? Ასევეა წერისას.
9. წააკითხეთ ნაწერი სხვას როდესაც დაამთავრებთ ტექსტზე მუშაობას, აუცილებლად გააცანით ნამუშევარი კოლეგას ან სხვა სანდო პირს. ისინი ისეთ შეცდომებს შენიშნავს, რომლებიც თქვენ ვერ შენიშნეთ. გარდა ამისა, მეგობრები გაგიზიარებენ რამდენად საინტერესო და სასარგებლო იყო თქვენი შინაარსი.
Ალბათ ხვდებით უკვე, რამდენი შრომა დასჭირდება ერთი სრულფასოვანი ჩანაწერის გამზადებას. Მთავარია შეიყვაროთ პროცესი. Როგორც მწერალი, თქვენც ხელოვანი ხართ, როცა წერა გიყვართ.
თუ თქვენი ბიზნესისათვის რაიმე სახის შინაარსის შედგენა გსურთ, ან ამ ჩანაწერზე სხვა რჩევებსაც მიამატებდით, მოგვმართეთ.